ირაკლი კობახიძე: ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 09 მაისი 2026, 11:53

ეს არის ტრაგიკული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკავშირის ელჩის ხელმძღვანელობით ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პაველ ჰერჩინსკის ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი.

„როდესაც ასეთი ტიპის ღონისძიებას აწყობენ ელჩები, კონკრეტული ელჩი ამ შემთხვევაში, ასეთ დროს მთავრობა არის ან მიწვეული, ან არ მონაწილეობს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. ბატონი ჰერჩინსკი ყველაფერს აკეთებდა ამ წლების განმავლობაში იმისათვის, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს არის ტრაგიკული ადამიანი. მას ევალებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, გაღრმავება და სინამდვილეში აკეთებდა ყველაფერს ამის საპირისპიროდ, იმიტომ რომ დავალება ჰქონდა ასეთი. ეს არის ტრაგიკული პიროვნება, შესაბამისად ის ღონისძიება, რომელიც ტარდება მისი ხელმძღვანელობით, სამწუხაროდ, დიდ ღირებულებას არ ატარებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა არ უპასუხა „ქრონიკის“ კითხვას, რატომ არ ცვლის გერმანიის საგარეო უწყება საქართველოს შესახებ ვებგვერდზე ატვირთულ ძველ მონაცემებს
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ნებისმიერი ინიციატივა განწირულია ფიასკოსთვის, 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პრემიერი: ყველას ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერანებს, 300 000 ქართველი შეეწირა ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასი ათასობით ქართველი იბრძოდა ფრონტზე, ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ თითოეული გმირის ხსოვნას
ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ ნიშნავს მედიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას
პრემიერი: სიმბოლურია 9 მაისს ევროპის დღის აღნიშვნა, 9 მაისი იყო ათვლის წერტილი ახალი ეპოქისა ევროპის ისტორიაში - იმედია, ის პრინციპები, რომლებსაც დაეფუძნა ევროპა გასული საუკუნის 40-იანის წლების შემდეგ, დაბრუნდება ევროპულ დღის წესრიგში
არქივი