დავით ქართველიშვილი: დღესაც უმძიმესი დიდი მარხვაა ქვეყანაში, ოღონდ მესანგრეთა ნიჩბებითა და მომწამლავი აირით კი არ გვემუქრებიან, არამედ, პირდაპირ - ღმერთმებრძოლეობით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
390 09 აპრილი 2024, 10:23

გრანტიჭამია ჭინკები იმდროინდელი საბჭოთა კოლონიის ჩანაცვლებას გვთავაზობენ ახალი, ევროსაბჭოთა კოლონიით, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი 1989 წლის 9 აპრილს იხსენებს და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და მათ მფარველებს სურთ ევროკავშირის - ევროსაბჭოთა კავშირად ტრანსფორმირება, დედაქალაქით ბრიუსელში, რადგან ისინი არაკომფორტულად გრძნობენ თავს დამოუკიდებელ, თვითმყოფად და მრავალეროვნული იდენტობის მქონე სახელმწიფოთა გარემოცვაში.

„1989 წლის 9 აპრილს, დიდი მარხვის წმ. იოანე კლემაქსის საკვირაო წირვის წინ, სისხლიანი მსხვერპლშეწირვის გაღება მოუწია საქართველოს. მძიმე კი არა, უმძიმესი დიდი მარხვა გადაიტანა ქვეყანამ და სასოწარკვეთილებაში მყოფთ, აქამდე არნახულად უტკბესი აღდგომა გაუთენდათ 30 აპრილს. რაც იმ მომენტში რაღაცის დასასრულად მოეჩვენა ვინმეს - რაღაცის დასაწყისში გადაიზარდა.

დღესაც უმძიმესი დიდი მარხვაა ქვეყანაში. ოღონდ მესანგრეთა ნიჩბებითა და მომწამლავი აირით კი არ გვემუქრებიან, არამედ პირდაპირ ღმერთმებრძოლეობით. გრანტიჭამია ჭინკები იმდროინდელი საბჭოთა კოლონიის ჩანაცვლებას გვთავაზობენ ახალი, ევროსაბჭოთა კოლონიით. რამეთუ მათში მონების, ვასალების, კუჭ-ნაწლავის დონეზე ქვეყნის „სიყვარულის" მუხტი არსად არ გამქრალა. თავისუფლება და დამოუკიდებლობა მათ აშინებს, რადგანაც ლუციფერს განაშორებს და მის ამქვეყნიურ ლეგიონს - „გლობალური ომის პარტიის“ სახით.

ეს სწორედ მათ სურთ ევროკავშირის - ევროსაბჭოთა კავშირად ტრანსფორმირება, დედაქალაქით ბრიუსელში. ისინი არაკომფორტულად გრძნობენ თავს დამოუკიდებელ, თვითმყოფად და მრავალეროვნული იდენტობის მქონე სახელმწიფოთა გარემოცვაში. მათ ნეოსაბჭოთა კავშირი იზიდავს ერთი ხელისუფლებით, ერთი კანონმდებლობით, ერთი „სარწმუნოებით", სადაც რომის პაპი ტრანსგენდერი უნდა იყოს. მათ იზიდავს გარემო, სადაც მათ ბიომასას არ მოაკლებენ საკვებს, ხოლო მათ სექსუალურ აღზევებას - ინსტინქტების დაკმაყოფილების მრავალფეროვნებას.

დღეს ახალი 9 აპრილი გაუთენდა ერს, რათა მათი დამარცხება ვიზეიმოთ. გაგიკვირდებათ, და პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც, ჩვენკენ აქვთ მზერა უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ხორვატიიდან, ავსტრიიდან, იტალიიდან და ა.შ. ანუ, მოერევა თუ არა ამ ჯერზეც „დავითი" „გოლიათს", როგორც ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ 1989 წლის 9 აპრილს? შევძლებთ თუ არა ევროპაში ევროსაბჭოთა კავშირის აჩრდილის დამარცხებას ჩვენი სიმტკიცითა და ღირსებით, რათა კონტინენტს ლეგიონისგან გათავისუფლება მოვუპოვოთ? ამიტომ ეშინიათ ასე ჩვენი და ჩვენი 9 აპრილის. ამიტომ აქვთ გადასროლილი საქართველოში ჩვენი ფიზიკური, პოლიტიკური და სულიერი განადგურებისაკენ მიმართული საერთაშორისო და ადგილობრივი ძალები.

მაგრამ... ვინც ჩვენ გადაგვეყრება და ვინც ჩვენს უფალსა და ღვთისმშობელს აუჯანყდება - მტრისას! დღეს კი მოვიხსენიოთ საქართველოს თავისუფლებისთვის და იბერიის გაბრწყინებისთვის თავდადებული გმირების სახელები. მათ მიერ დაწყებული ბრძოლა ჩვენი გასაგრძელებელია“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი