ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 27 აპრილი 2024, 20:47

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ფინალი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მატვეი კანიკოვსკისთან დათმო. ტურნირის ფინალურ ბლოკში ცოტა ხნით ადრე ლაშა ბექაური (90 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა – მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა აზერბაიჯანელი ფატიევი იპონით დაამაცხა.

დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრს ვიხილავთ – გურამ თუშიშვილი (+100 კგ) შეჯიბრის ფინალში იჭიდავებს, სადაც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ინალ ტასოევს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრებიდან ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს, ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ზაგრებში ინდივიდუალური ასპარეზობები დღეს დასრულდება, გუნდური ასპარეზობები კი ხვალ, 28 აპრილს ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
for.ge ახალ ექსკლუზიურ აუდიოჩანაწერს აქვეყნებს
დიმიტრი ხუნდაძე: კოლექტიურ ნაცმოძრაობას არჩევნებში კარგი შედეგის მოლოდინი არ აქვს და ამიტომ სურთ არჩევნებამდე ძალადობრივი მეთოდით შეცვალონ ხელისუფლება
ირაკლი კობახიძე ახალგაზრდებს ღია წერილით მიმართავს
ირაკლი კობახიძე: ნაცი ყველაფერ რუსულზე კი არ ღიზიანდება, არამედ თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ დღეს თავს რუსეთზე ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი და ნინო ქათამაძე, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ
პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება
არქივი