დავით კაჭარავა: ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ვხედავთ - პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი - არა, ეს უკვე რეკომენდაციები არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 27 აპრილი 2024, 20:54
ევროპარლამენტის ეს ბოლო რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუღებელია,“ - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ მთავარი კომიტეტის წევრი დავით კაჭარავა ევროპარლამენტის მიერ 25 აპრილს მიღებულ რეზოლუციას.

კაჭარავას თქმით, ევროპარლამენტი უკვე ღიად ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და იძლევა ისეთ მითითებებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუღებელია. 

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად ვხედავთ, რომ ამ კანონის განხილვა სხვა სიბრტყეში გადავიდა. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში ჩვენ უკვე პირდაპირ დირექტივებს და ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ვხედავთ. პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი - არა. ეს უკვე რეკომენდაციები აღარ არის. ევროპარლამენტის ეს ბოლო რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობისთვის მიუღებელია. მაგალითად, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მოითხოვს, რომ ლგბტ პროპაგანდის შემზღუდავი კანონი იქნეს მიღებული, ხოლო ევროპარლამენტიდან მივიღეთ დავალება, რომ ეს კანონი უკან გავიწვიოთ, რაც წარმოუდგენელია.
რეზოლუციაში სხვა ჩანაწერებიც ვნახეთ. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ამ ყველაფერს უდებენ ძალიან მნიშვნელოვან საფუძველს, რომ ეს დათქმები არის გზა ევროკავშირისკენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ ყველაფერი ხელის გულზე დევს და საზოგადოებას ამის დანახვა მარტივად შეუძლია. 
ჩვენ მიერ ინიციირებული გამჭვირვალობის კანონი გამჭვირვალეს გახდის იმ საქმიანობებს, რომლითაც ისინი ცდილობენ ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერას, თავდასხმას ეკლესიაზე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აქციების ჩატარებას, რადიკალიზმის და პოლარიზაციის გაღვივებას. 
საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ კანონში არ არის ლგბტ თემის უფლებების არანაირი შეზღუდვა. 
შესაბამისად, ევროპარლამენტი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება იქიდან გამომდინარე, რომ თუ ევროკავშირში ინტეგრაცია არის ისეთი კანონების გატანა, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესში არ შედის, მაშინ ეს გზა სწორი ვერანაირად ვერ იქნება.
ამ რეზოლუციაში ასეთი საკითხების შეტანას გამჭვირვალობის კანონთან ერთად, საერთოდ ჩიხში შეჰყავს პროცესი,“ - განაცხადა კაჭარავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ეს ქვეყანა ყველასია, ყველას აქვს ერთი ხმა, 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს იდეების მხარდასაჭერად, მათი ხმა ხმა არ არის? სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ, ეიჯისტური თუ ფაშისტური?
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა
ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
შალვა პაპუაშვილი: კანონპროექტის ინიციატორ და მხარდამჭერ დეპუტატებს მოღალატეებად აცხადებდნენ, დუმს ყველა საელჩო, ეს საკითხები როცა ჩაივლის, მათთან გვექნება საუბარი
12-13 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარი
არქივი