Wall Street Journal - აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
47 27 აპრილი 2024, 22:22
აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის მკვლელობის ბრძანება არ გაუცია, - ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, ეს პოზიცია აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოებაში ფართოდ არის მიღებული, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისისა და სახელმწიფო დეპარტამენტის დაზვერვის სამმართველოს მიერ.

იმავდროულად, ამერიკული გამოცემა ირწმუნება, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინს ალექსეი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, იმის გათვალისწინებით, რომ რუსი ოპოზიციონერი წლების განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების სამიზნე იყო.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ WSJ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სპეკულაციას წარმოადგენს.

„მე მასალას გავეცანი, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაღალი ხარისხის მასალაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს“, - განაცხადა პესკოვმა.

ნავალნის თანაგუნდელმა, ლეონიდ ვოლკოვმა აშშ-ის დაზვერვის სამსახურების დასკვნებს სასაცილო უწოდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით მიიღებს! - სამწუხაროდ, ამ პროექტს უცხოელი აქტორებისგანაც დახვდა ყრუ კედელი
უაღრესად მიუღებელია, რომ როგორც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე, ოპოზიციური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსების არასრულწლოვანი შვილები გახდნენ მუქარის შემცველი შეტყობინებების ადრესატები
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთან აშშ-ის მოქალაქეებს არ სჭირდებათ ვიზა. სწორი საპასუხო ნაბიჯი იქნებოდა, რომ საქართველოს მოქალაქეებსაც არ სჭირდებოდათ ვიზა აშშ-ში შესასვლელად
შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო და ვეტო არის ის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ცვლილებები გამჭვირვალობის კანონში აისახოს
ირაკლი კობახიძე: თუ რაიმე არის ევროპული, ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე
არქივი