საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის დაფარვა 6 წუთში იქნება შესაძლებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 27 აპრილი 2024, 23:29

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომ რიკოთის მონაკვეთზე 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. გიორგი წერეთლის თქმით, 51 გვირაბიდან უკვე 50 გვირაბი გაჭრილია. 97 ხიდიდან კი 89 უკვე აშენებულია.

„დღეს, უკვე 42 გვირაბით და 76 ხიდით ვსარგებლობთ. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთელმა შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალურ გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთის დაფარვა 6 წუთში იქნება შესაძლებელი.

„როდესაც გაიზარდა ინტენსივობაზესტაფონი იყო პრობლემური, დასავლეთ-აღმოსავლეთის მაგისტრალზე ინტენსივობიდან გამომდინარე, მაგისტრალური გზა გადიოდა ზესტაფონზე და იქ საცობები იქმნებოდა. ეს პრობლემა უკვე მოიხსნება და ამ მონაკვეთში დროის დაზოგვა იქნება მნიშვნელოვანი. 6 წუთში შესაძლებელი იქნება შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის დაფარვა“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის 26 აპრილს გაიხსნა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი რჩება - საავტომობილო გზა გადაკეტილია
კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ხვალ პარლამენტთან ღამის თევით განახლდება, რათა დეპუტატებს პარლამენტში შესვლისა და კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის შესაძლებლობა არ მისცენ
მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ეს კანონი ამ ქვეყანას სჭირდება
მამუკა მდინარაძე: არ გეგონოთ, რომ ასე მარტივად ჩვენ რაღაცას ვთმობთ და ვინმემ არ იფიქროს, რომ კომპრომისზე მივდივართ. პირადი მიმოწერა რომ გაჩვენოთ, რამდენი ათასი ადამიანი მწერს, უკან არ დაიხიოთო, ვერ წარმოიდგენთ
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები, ოდნავ რაციონალური, საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც
არქივი