გადაადგილება ქვეშეთიდან კობამდე, ნაცვლად ერთი საათისა 15 წუთში იქნება შესაძლებელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 27 აპრილი 2024, 23:31

ჩვენ 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვითი სამუშაოები დავასრულეთ. ეს არის უნიკალური მშენებლობა. მსგავსი პროექტები საავტომობილო გზების დეპარტამენტს საქართველოში არასდროს ჰქონდა განხორციელებული, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი წერეთელმა ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელ 9 კმ-იან გვირაბზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

„გვირაბს ასევე უკეთდება საევაკუაციო 9-კილომეტრიანი, 6 მეტრი დიამეტრის გვირაბი. აღნიშნულ 23-კილომეტრიან მონაკვეთში ასევე კეთდება დამატებით 4 გვირაბი და 5 უნიკალური ხიდი. ანალოგიური ხიდები საქართველოში არ აშენებულა. ეს პროექტი მთელი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადაადგილების დრო, ქვეშეთიდან კობამდე, ნაცვლად ერთი საათისა 15 წუთში იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პეტერ ფიშერი: ჩვენ გვიყვარს საქართველო, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა და შეიძლება ევროკავშირის წევრი გახდეს - ამისთვის ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს სტანდარტები
რატი იონათამიშვილი: ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც „ნაცმოძრაობის“ წევრები აკეთებენ
თელავში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა
დიმიტრი სამხარაძის განცხადებით, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ, ვინც შვილის ლიკვიდაციით დაემუქრა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი ეს ჩანაწერი დაამახინჯა და სულ სხვა კონტექსტით გამოიყენა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ნებისმიერი განცხადება, რაც ივანიშვილის რეჟიმისგან მოდის სხვადასხვა ტონალობაში, უნდა აღვიქვათ როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო პარტნიორების დაბნევის მცდელობა
არქივი