რიკოთის უღელტეხილზე მგზავრობა იქნება სრულად უსაფრთხო - 3 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
50 27 აპრილი 2024, 23:50

სრულად როდესაც დასრულდება აღნიშნული სამუშაოები, მინდა დაგარწმუნოთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მგზავრობა იქნება სრულად უსაფრთხო, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარე გიორგი წერეთელმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, როცა სრულად დასრულდება ყველა მონაკვეთი, უკვე 3 საათსა და 20 წუთში შევძლებთ ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობას.

„მთლიანობაში დასავლეთ-აღმოსავლეთი არის 460 კილომეტრი, სრულად რომ დასრულდება, იქნება 430 კილომეტრი. წითელი ხიდიდან სარფამდე ნაცვლად 8 საათისა ჩვენ დააგვჭირდება დაახლოებით ოთხ საათნახევარი. როცა სრულად დასრულდება ყველა მონაკვეთი, უკვე სამ საათსა და 20 წუთში შევძლებთ ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობას.

მთლიანობაში ეს 52 კილომეტრია, საიდანაც 36 კილომეტრი რიკოთის მონაკვეთის დასრულებული და გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც პირველ მონაკვეთზე ასევე მეოთხე მონაკვეთის დარჩენილ 5 კილომეტრიან მონაკვეთზე. მეოთხე მონაკვეთის სრულად დასრულება უკვე მიმდინარე წელსაა დაგეგმილი, ასევე პირველი მონაკვეთის, მიუხედავად გამოწვევებისა. გაქტობრივად, ჩვენ არსებულ გზასთან ერთად მუშაობა და რთული რელიეფისა და მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამოდმინარე რთული მონაკვეთია. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ვვარაუდობთ, რომ ეს პირველი მონაკვეთიც მიმდინარე წლისთვის დასრულებული იქნება და ჩვენ სრულად რიკოთის მონაკვეთის 52 კილომეტრიან მონაკვეთს უკვე წელს დავასრულებთ.

გამოწვევები, რაზეც იყო ლაპარაკი იყო მიმდინარე, თანმდევი სამუშაოებით. წინა წელს მოხდა რიკოთის უღელტეხილის გარკვეული სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა, სადაც განვითარდა გარკვეული შესაძლო მეწყრული პროცესები. მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება, გავაკეთეთ შესაბამისი კვლევები და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქ მეწყერი არასდროს განვითარებულა, ეს იყო შესაძლო მეწყრული პროცესის განვითარება“, - აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით მათიკაშვილი: საზოგადოებამ გაიაზრა პრობლემა, რომელიც ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდას ეხება
შალვა პაპუაშვილი: არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენი გამოხატვის თავისუფლებაში და მიგვითითოს, არ გამოვიყენოთ საღი აზრის ტერმინები
14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი
კახა კალაძე: ჩვენ ვართ ღირსეული პარტნიორები, ჩვენ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესს გაუძღვება
შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ, რომ არის ძალადობრივი სცენარისკენ წაქეზება გარედან, თუ შიგნიდან - ქმნიან ძალადობრივ ჯგუფებს, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობენ
არქივი