სოსო ფხაკაძე: წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის განმავლობაში, დაუახლოვდა ევროპას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 28 აპრილი 2024, 19:25

ქვეყნის ხელისუფლების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, და მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხამს წყალს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.

ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე დაუახლოვდა ევროპას. როგორც არასდროს.

„საჭიროდ მივიჩნიე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ბიზნესმენმა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ კი ბიზნესსა და ეკონომიკურ პროცესებში, აქტიურად ჩართულმა პირმა.

უპირველეს ყოვლისა, ვეხმიანები და ვუერთდები ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის სულისკვეთებას და ერთიანობას უმთავრეს საკითხში: ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ევროპული ღირებულებები! ჩემი აზრით, ამ ნაწილში სხვა სახის მიდგომა ისტორიის არცოდნა და ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნებოდა!

სწორედ ეს ღირებულება, მისწრაფება და მიზანია ის უმთავრესი, რაზეც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აკეთებს და გააკეთებს არჩევანს.

ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულებაში, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების, უსაფრთხო და კონკურენტული, ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი, გამარტივებული საჯარო სერვისების, საჯარო მმართველობის სისტემის შექმნის კუთხით. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მოგვიტანა ვიზა ლიბერალიზაცია. გასული წლის ბოლოს კი ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, როგორც ქართველი ხალხის ურყევი ნების აღსრულება!

ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმეს განსაცდელში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და მრავალი წლით დაგვწია უკან განვითარებული სამყაროსგან. მინდა მჯეროდეს, რომ დღეს ჩვენ ამ სახის საშიშროების წინაშე არ ვდგავართ და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს პროფესიულ და კონსტრუქციულ დისკუსიებში, განხილვებში. ნუ შევეჯიბრებით
ერთმანეთს სამშობლოს “სიყვარულში” ისე, რომ თვითონ ეს, ყველაზე სანუკვარი და ტკბილი სამშობლო დავაზიანოთ.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, რაც გარემოს ისედაც მყიფეს ხდის. ქვეყნის ხელისუფლების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, და მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხამს წყალს. მე როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება სრულიად საქართველოს, მისი ნებისმიერი მოქალაქის ერთობლივი გამარჯვება!

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ევროპის გზაზე“, - წერს ფხაკაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება
ნინო წილოსანი: სალომე ზურაბიშვილმა თავიდანვე მოკლა შანსი კანონპროექტის შეცვლის, რომ ვეტოს გამოგზავნის პირობებში, გარკვეულწილად, გაუმჯობესების შესაძლებლობა ყოფილიყო, როგორც ისინი ითხოვდნენ
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა, უბრალოდ, ჩაისვარეს
ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
არქივი