ფრანგები ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებლის, პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების წინადადებით გამოდიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
362 06 თებერვალი 2022, 11:10

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ფრანგი წევრი გი დრიუ  პეკინში გამართულ IOC-ის 139-ე სესიაზე თანამედროვე ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლის და IOC-ის დამაარსებლის, პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების წინადადებით გამოვიდა.

„მინდა წინადადებით მივმართო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შექმნას კომისია, რომელიც პიერ დე კუბერტენის პარიზის პანთეონში გადასვენების შესაძლებლობას განიხილავს. ეს პანთეონი კაცობრიობის ისტორიაზე უდიდესი გავლენის მქონე ცნობილი ფრანგების უკვდავსაყოფად არსებობს. პიერ დე კუბერტენი ამას იმსახურებს", - სეოკ-ის ინფორმაციით, ეს განცხადება გი დრიუმ გააკეთა და აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება, თუ გადასვენება მიეძღვნება პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარებას.

ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელი პიერ დე კუბერტენი 1937 წლის 2 სექტემბერს შვეიცარიაში გარდაიცვალა და ლოზანაშია დაკრძალული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი