გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: თუკი კანდიდატის სტატუსს მივიღებთ უნდათ, რომ ეს თვითონ მიიწერონ, თუ ვერ მივიღებთ, მაშინ იტყვიან რომ ეს ხელისუფლების ბრალია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
423 08 ივნისი 2022, 10:29

მიმდინარე თვის ბოლოს გაირკვევა, მიუახლოვდება თუ არა ქვეყანა მრავალსაუკუნოვან მიზანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროკომისიის დადებითი დასკვნის მოლოდინშია სახელისუფლებო გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ ოპონენტების მიზნებზეც საუბრობენ. როგორც მმართველი პარტიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია ცდილობს, სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს დაიბრალონ და ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს.

„შესაძლებლობა არის, გვაქვს იმედი, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და უნდათ, რომ თუკი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თვითონ მიიწერონ და თქვან, რომ ეს არის მათი დამსახურება და თუკი თეორიულად შეიძლება საქართველოს უარი ეთქვას სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მაშინ იტყვიან, რომ ეს ხელისუფლების ბრალია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რამდენიმე დღეში ევროკომისიის შეფასება ცნობილი გახდება. თვის ბოლომდე კი, ევროპელმა ლიდერებმა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საქართველოს ხელისუფლებას სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს - ამბობენ რომ, ქვეყანა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი