საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
417 05 სექტემბერი 2022, 08:26

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ღია პირველობაზე მოპოვებული 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედლით გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ინფორმაციას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

"ავსტრიის ობერვარტში ძიუდოისტთა ევროპის ღია პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და კაცთა საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჩვენი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა (- 90 კგ), რომელმაც ასპარეზობა ოქროს მედლით დაასრულა.
მომავალი მედალოსანი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. პირველ შეხვედრაში იპონით მოუგო მონტენეგროელ ნოვო რაიჩევიჩს. ასევე წმინდა გამარჯვება მოიპოვა უნგრელ როლანდ გოზთან და ნახევარფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილს დაუპირისპირდა. ბექაურმა აქაც იპონით გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბექაურს ასევე ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილის ძმასთან, ვახიდ ბორჩაშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა და აქაც წარმატებას მიაღწია.

ასევე საუკეთესო შედეგი ჰქონდა ვლადიმერ ახალკაცსაც (-81 კგ). ფინალამდე ოთხი ორთაბრძოლა ჩაატარა. დაამარცხა ავსტრიელი, შვეიცარიელი, ბრიტანელი და სლოვაკი მოწინააღმდეგეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ფრანგ ნიკოლა ჩილარის ოქროს ქულით მოუგო და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს გიორგი თუთაშვილმა (-66 კგ) და გიორგი ბერიაშვილმა (-100 კგ)," - ნათქვამია ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციაში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი