საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
259 29 იანვარი 2023, 00:29
 დასრულდა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც იტალია 21-28 იანვრის ჩათვლით მასპინძლობდა. ფესტივალში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში იასპარეზა 8 სპორტსმენმა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით,  დიდ წარმატებას მიაღწია ქართველმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა, რომელიც ევროპის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
დღეს ქალაქ უდინეში გაიმართა აღნიშნული ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, ,,ბაკურიანი 2025’’-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე და საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები. 
 საქართველოს მედროშე იყო ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი, ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი.
ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა EOC-ის დროშა გადასცა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ოთარ არბოლიშვილს.
ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ,  ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს.
 „ეს არის განსაკუთრებული დღე ქართული სპორტისთვის - ჩვენ გადმოგვეცა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა, ნიშნად იმისა, რომ მომავალი ოლიმპიური ფესტივალი საქართველოში გაიმართება. შესაბამისად, დაგვეკისრა დიდი პასუხისმგებლობა. დრო ცოტაა, საქმე - ძალიან ბევრი. მომავალი ორი წლის განმავლობაში მოგვიწევს ყოველდღიური მუშაობა საორგანიზაციო საკითხებზე, ინფრასტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე, რათა ევროპულ ფესტივალს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. იმედი მაქვს, რომ მთავრობის მხარდაჭერით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან, ბორჯომის მუნიციპალიტეტთან, ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან თანამშრომლობით ღირსეულად ვუმასპინძლებთ ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა. 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი