ლატვიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანა ბოიკოტს გამოუცხადებს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
265 01 თებერვალი 2023, 23:16

ლატვიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანა ბოიკოტს გამოუცხადებს 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს, თუ რუს და ბელარუს სპორტსმენებს დაუშვებენ.

გასულ კვირას საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადეს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა შეექმნას შეჯიბრებაში მონაწილეობის შეფერხება მხოლოდ პასპორტის გამო.

„სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში ნებისმიერი დროშის ქვეშ მიუღებელია“, - ნათქვამია ლატვიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

30 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობისა და ნგრევის ხელშემწყობია.

„საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით უყურებს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ რუსეთს გენოციდის პროპაგანდის პლატფორმას სთავაზობს და შემდგომ მკვლელობებს ახალისებს. ცხადია, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი