მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
296 14 მაისი 2023, 21:34

კატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველებმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში გერმანიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 4:2 სძლიეს.

ჩვენი ნაკრებიდან შეხვედრები ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ), ლაშა ბექაურმა (90კგ), გურამ თუშიშვილმა (+100კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) მოიგეს.

დოჰაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე, ინდივიდუალურ ასპარეზობებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია.

მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) დაიკავა.

მამაკაცებს შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მსოფლიო ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი