საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
388 31 ივლისი 2023, 15:43
გამთენიისას სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა  საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

ოლიმპიურ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.

მარიბორში დასრულებულ ევროპის რიგით XVII  ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში (ძიუდო, მძლეოსნობა, ცურვა, კალათბურთი 3X3, ველოსპორტი - საგზატკეცილო, ველოსპორტი - სამთო, ტანვარჯიში, სკეიტბორდი, ჩოგბურთი) იასპარეზა 31 სპორტსმენმა.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა  3 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-14 ადგილი დაიკავა.

ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ: შოთა ბაჩოშვილი (ძიუდო, -50 კგ.), მერაბ სამადაშილი (ძიუდო, -55 კგ.), მათე გველესიანი (ძიუდო, -66 კგ.), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიორგი ბენდელიანი (ძიუდო, -81 კგ.) და საბა გველესიანი (ძიუდო, -90 კგ.), ძიუდოისტმა შოთიკო გოჩიაშვილმა (+90 კგ.) და ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, საქართველოს ძიუდოს ვაჟთა და გოგონათა შერეული ნაკრები გუნდი კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი