ქართულმა კალათბურთმა ბოლო წლებში საკმაოდ გრძელი გზა განვლო სახელმწიფოსა და ჩვენი ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით - პირველ რიგში, ვულოცავ, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, ვინც დიდი შრომა გასწია დღევანდელი გამარჯვებისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
307 26 აგვისტო 2023, 20:32

სახელმწიფოსა და ჩვენი ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, ბოლო წლებში ქართულმა კალათბურთმა საკმაოდ გრძელი გზა განვლო, რათა დღევანდელი დღე დამდგარიყო და ყველას ერთად გვეზეიმა ეს გამარჯვება, ამის შესახებ საქართველოს სპორტის, ახალგაზრდობისა და კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოკინავაში განაცხადა, სადაც საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

მისი თქმით, სიმბოლურიც არის, რომ პირველი მატჩი იყოს გამარჯვების მატჩი, რომელიც გზას გაუხსნის მომდევნო გამარჯვებებს.

„პირველი მატჩი გამარჯვებით დასრულდა. იმისათვის, რომ დღევანდელი დღე დამდგარიყო და ყველას ერთად გვეზეიმა ეს გამარჯვება იაპონიაში, საქართველოში, თუ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ქვეყნისა და ნაკრების გულშემატკივრები ეკრანთან ისხდნენ და ელოდებოდნენ მატჩის დასასრულს, ამისათვის ქართულმა კალათბურთმა თანამედროვეობის ბოლო წლებში საკმაოდ გრძელი გზა განვლო სახელმწიფოსა და ჩვენი ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით. ამიტომაც, პირველ რიგში, იმ სპორტსმენებს ვულოცავ, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, ვინც დიდი შრომა გასწია დღევანდელი გამარჯვებისთვის. სიმბოლურიც არის, რომ პირველი მატჩი იყოს გამარჯვების მატჩი, რომელიც გზას გაუხსნის მომდევნო გამარჯვებებს. ჩვენ ვრჩებით აქ, რომ იაპონიაში ვუგულშემატკივროთ ჩვენს შესანიშნავ სპორტსმენებს და საქართველოს აქედან მივულოცოთ მომავალი წარმატებები და იმედი მაქვს, დიდი გამარჯვებებიც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა კაბო ვერდესთან დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. „ჯვაროსნებმა“ კი ასევე დებიუტანტ კაბო ვერდეს დამაჯერებლად 85:60 სძლიეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი