პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, ტერაქტების მუქარის გამო, შესაძლოა, ჩაიშალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
116 14 აპრილი 2024, 12:06

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია, რომლის ჩატარება მდინარე სენაზე აღლუმის რეჟიმში იგეგმებოდა, ჩაშლის პირას აღმოჩნდა. საფრანგეთის დაზვერვა პარიზში ტერორისტული აქტების საშიშროებაზე ლაპარაკობს და „გეგმა B“-ზე გადასვლის რეკომენდაციას იძლევა, – იტყობინება ტელეარხი Europe 1.

საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ განყოფილებაში შესაძლო რისკებს შორის დაასახელეს მარტოხელა ტერორისტების შეტევები იარაღის გამოყენებით ან ავტომობილებით ხალხის მასაში შევარდნით, აგრეთვე ე.წ. „მძინარე“ ექსტრემისტთა ჯგუფების აქტივირება, რომლებიც ავღანეთის ზონიდან იმართება.

„გასული კვირის განმავლობაში შეიმჩნეოდა არეულობა ცენტრალური აზიის მოქალაქეებს შორის, რომლებსაც, ჩვეულებრივ, აქტიურად ვაკვირდებით“, – იტყობინება წყარო სპეცსამსახურებიდან. ამასთან დაკავშირებით, დაზვერვამ გადაწყვიტა „მიმართოს თავისი სენსირები“ თურქმენეთის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის მოქალაქეებზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შსს: უჩა აბაშიძემ თავისი მეუღლის, მარიამ იაშვილის ბინა აღჭურვა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა ამ უკანასკნელის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას
სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
პრემიერი - „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
გურამ თუშიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ლაშა ბექაურმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი