თეთრი სახლის განცხადებით, არაფერი მიანიშნებს, რომ მოსკოვში საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმის უკან უკრაინა ან უკრაინელები იდგნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 22 მარტი 2024, 23:07

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კრასნოგორსკში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ ბრიფინგზე ჟურნალისტებს თეთრი სახლის სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განუცხადა.

„ყველა ვხედავთ შეტყობინებებსა და ვიდეოკადრებს მოსკოვიდან. ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია მივიღოთ. საზარელი კადრებია, ამის ყურება ძალიან მძიმეა. ეს მძიმე დღე იქნება, ჩვენი ფიქრებით ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლებთან ვართ“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია მოსკოვში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ. კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, თავდასხმის უკან უკრაინა იდგეს, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ან უკრაინელები რაიმე კავშირში არიან ტერაქტთან.

მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სიტი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. თვითმხილველის განცხადებით, ინციდენტი ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დაწყებამდე მოხდა - დარბაზის პარტერში სულ მცირე სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ასევე ააფეთქეს ხელყუმბარა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. არაოფიციალური ცნობებით, დაღუპულთა რაოდენობა 40-ს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
შსს: პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა
პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა
არქივი