მამუკა მდინარაძე: გუშინ მთელი კამპანია აწიეს ოპოზიციაში, სხვა თემაზე ხომ ვერ გაბედეს გაერთიანება, ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 26 მარტი 2024, 14:55

არის კოორდინირებული ქცევა, რომ უფლებები და ლგბტ პროპაგანდა გააიგივონ ანუ დააახლოონ. ჩვენი მიზანია, რომ ისინი ერთმანეთს დავაშოროთ და უფლებებს არავინ შეეხოს და მაინც იბრაზებენ თავს. ვეუბნებით, უფლებების დაცვის ხარისხი გავზარდოთ და ამაზე ბრაზდებიან? პროპაგანდა ავკრძალოთ - ამაზე ბრაზდებიან? გვითხრან, ან ერთზე ბრაზდებიან ან მეორეზე. ორივეს ერთად თუ ილაპარაკებენ, მაშინ ძალით იბრაზებენ თავს, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ ოპონენტები ამ საკითხის ირგვლივ ცისარტყელამ გააერთიანა.

„სხვათა შორის, გუშინ ცისარტყელამ გააერთიანა, რაც ჩვენ ვერ ვქენით გუშინ ცისარტყელამ ქნა. გუშინ მთელი კამპანია აწიეს ოპოზიციაში. სხვა თემაზე ხომ ვერ გაბედეს გაერთიანება, ცისარტყელამ და მისმა ფერებმა გააერთიანა. იყვნენ გახარებულები, აჟიტირებულები და მთაგავდნენ თურმე ამ რაღაცებზე. იყო ერთი ამბავი. ცისარტყელამ გააერთიანა ბოლოს და მართლა პროპაგანდისტები არიან, ბავშვებს ცისარტყელა წაართვეს. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის მხარეს ძალიან დიდი ფინანსები დგას და „თბილისი პრაიდს“ და სხვა „ენჯეოებს“ დაფინანსების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.

„მე ვაბრალებ მათ, რომ ლგბტ პროპაგანდაში იხარჯება მათი ფინანსების ძალიან დიდი ნაწილი. თავის დამფინანსებლებსაც და საქართველოს მოქალაქეებსაც უთხრან, რომ ეს არის ან მართალი ან ტყუილი. ვიღებ ამ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე“, - აცხადებს მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი