დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფის შემდეგ „ხალხის ძალის“ მიერ წამოჭრილმა თემებმა გვაჩვენა, რომ დრო სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 29 მარტი 2024, 19:14
 „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე დარწმუნებულია, რომ პარტიის მიერ ქვეყნისა და საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხების წამოჭრამ ცხადყო, რომ დრო სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

დიმიტრი ხუნდაძემ თავისი სიტყვების დასტურად რამდენიმე თემა დაასახელა, რომლის აქტუალიზაცია „ხალხის ძალას“ ეკუთვნოდა და რისთვისაც, თავის დროზე, საზოგადოებრივი მოძრაობის ფორმით მოქმედი გაერთიანება წნეხისა და ბულინგის ადრესატი იყო. 

„ის, რომ გამოვეყავით „ქართულ ოცნებას“ არ იყო იოლი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანი ვიყავით მისი დამფუძნებელი. ღირებულებითი სხვაობა ამ პარტიასთან არ გვქონია, მეტიც, ბევრი საერთო გვაქვს. მაგრამ ვერ შემთანხმდით სიმართლის თქმის ხარისხთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ჩვენ წამოვჭერით თემები, რომლებმაც გვაჩვენა, რომ დრო სიმართლის სასარგებლოდ მუშაობს. 

მაგალითად, გახსოვთ უკრაინის ომის თემა, როცა მოწოდებების (რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე) ნიაღვარი იყო პარტნიორების მხრიდან, ზეწოლა ქვეყნის გარედან ლობისტებისგან. მაშინ ჩვენ ქილიკისა და ბულინგის ობიექტი გავხდით. ცოტა ხანში, გამოვიდა რეგიონში ერთ-ერთი დიდი სახელმწიფოს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და ამ ქვეყნის შს მინისტრი და თქვეს აბსოლუტურად იგივე, რომ გარკვეული ძალები ცდილობდნენ რეგიონში ომის გაღვივებას და ამაში თურქეთის ჩართვას. ანუ, აღმოჩნდა, რომ აქაც მართლები ვიყავით. 

მეორე თემა იყო ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით. შეგახსენებ, რომ ექვსთვიანი ვადა დაგვიწესეს დავალებების შესასრულებლად. ჩვენ გამოვედით მაშინ და ვთქვით, რომ ეს არის ხაფანგი და ევროკავშირში შესასვლელად მხოლოდ დავალებების შესრულება არ იქნებოდა საკმარისი. მაშინაც ჩვენ გავხდით ქილიკის საგანი და რუსეთუმეობა დაგვაბრალეს. არადა პროცესი თავად ევროპამ გადაავადა - ჩვენი პროტესტი დროში გაიფილტრა, დაღვინდა და ევროპაში თავად მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, მიხვდნენ რა, რომ ეს იყო სწორი," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
არქივი