დაჩი ბერაია: ქართველმა ხალხმა თავისი ხასიათით, პატრიოტიზმით მოახერხა და შეუნარჩუნა ქვეყანას სუვერენიტეტი და ვურჩევდი ევროპელ პარლამენტარებს, რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 24 აპრილი 2024, 15:25
„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი დაჩი ბერაია ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას გამოეხმაურა და ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპარლამენტარებს რჩევითაც მიმართა. როგორც ბერაია ამბობს, ქართველმა ხალხმა მოახერხა და შეუნარჩუნა ქვეყანას სუვერენიტეტი ევროპელი პარლამენტარები სანქციებით ქართულ საზოგადოებას ვერ შეაშინებენ.
ბერაია ასევე განმარტავს, რომ ევროპარლამენტში განხილვები მტკიცებულებების გარეშე მიმდინარეობს, რითაც მტკიცდება, რომ ისინი ქართული ოპოზიციის ნარატივს იმეორებენ.
„კონკრეტული ევროპარლამენტარები ყოველგვარი არგუმენტის გარეშე საუბრობენ და ფაქტობრივად დაემსგავსნენ ნაცმოძრაობის ზონდერებს. მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველმა ხალხმა თავისი ხასიათით, პატრიოტიზმით მოახერხა და შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი და ვურჩევდი ევროპელ პარლამენტარებს, რაღაც სანქციებით ნუ შეგვაშინებენ,“ - განაცხადა დაჩი ბერაიამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი