ზაალ ანჯაფარიძე ანაკლიის პორტზე: მრავალვექტორული პოლიტიკა არის ჯერჯერობით ის გზა და ინსტრუმენტი, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას ამ უკიდურესად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
411 29 მაისი 2024, 16:02
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ექსპერტის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მრავალვექტორული პოლიტიკის გამოვლინებაა, რაც თავის მხრივ, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას უზრუნველყოფს.
"მრავალვექტორული პოლიტიკა, სწორედაც რომ ამის გამოვლინებაა აღნიშნული გადაწყვეტილება, არის ჯერჯერობით ის გზა და ინსტრუმენტი, რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობას და სტაბილურობას ამ უკიდურესად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში. რა თქმა უნდა, ცნობილი შემადგენლობა და ფსევდო-მედასავლეთეები დაიწყებენ ახლა წიკვინს და შუბების მტვრევას, მაგრამ მათი დამტვრეული შუბები ბევრი გაუხვეტია ბოლო დროს ჩვენს საზოგადოებას." - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი