გია აბაშიძე - ხანდაზმულ თაღლითს, მამუკა ხაზარაძეს რომ არ ჩაეგდო ანაკლიის პროექტი და რეალურ დასავლელ მეგობრებს გამოეჩინათ გულისხმიერება ინვესტიციების მოზიდვაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უკვე შეასრულებდა ისტორიულ ფუნქციას, თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
411 29 მაისი 2024, 16:05

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგს ეხმიანება, სადაც ცნობილი გახდა, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება“.

ანალიტიკოსის თქმით, შარშან, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ფორსირებულ დინამიკაშია.

„ხანდაზმულ თაღლითს, მამუკა ხაზარაძეს რომ არ ჩაეგდო ანაკლიის პროექტი და რეალურ დასავლელ მეგობრებს გამოეჩინათ გულისხმიერება ინვესტიციების მოზიდვაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უკვე შეასრულებდა ისტორიულ ფუნქციას. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

შარშან, ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობა ფორსირებულ დინამიკაშია. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. მინისტრის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა, China Communications Construction Company Limited წარადგინა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული კერძო პარტნიორის შერჩევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები დააკმაყოფილა ორმა პრეტენდენტმა – შვეიცარულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამ (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), რომლებსაც 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ მიცემული ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოდგენის ვადა. 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა.“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი