ლევან ნიკოლეიშვილი: დღე არ გავა ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია ან ევროპელები უცნაურ სკანდალში არ გაეხვიონ, რომლის გამო პასუხს მომავალი ადმინისტრაცია მოსთხოვს და არც ევროპელებს გადაუსვამენ ხელს მომავალი ხელისუფლებები - ამიტომაც ჰყარს ის ძაღლის თავი, ჩვენთან არეულობის მოსაწყობად რომ დამარხეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
447 30 მაისი 2024, 17:29
ხელისუფლებამ გამჭვირვალობის ქართული კანონი არათუ მიიღო, მერე დე ფაქტო პრეზიდენტის ვეტოც დაძლია. თან დაამატა: ეს თქვენთვის არის ამერიკელი თუ ევროპელი მაღალჩინოსნები ღმერთთან გაიგივებული, ჩვენთვის კი უზენაესი უფალია, ყველაზე მნიშვნელოვანი  ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხიაო, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

მისი განცხადებით, საინტერესოა, რომ თითქმის ყოველდღე, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი ან ევროპელი მაღალჩინოსანი სკანდალში არ გაეხვეს, რის გამოც, მომავალი ხელისუფლება მათ პასუხს აუცილებლად მოსთხოვს.

"ამაზე მეტმა ვინ უნდა გითხრათ, თვით აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მოგიწოდათ..." - ისმოდა ხშირად ოპოზიციის, არასამთავრობოებისა თუ ე.წ. ჟურნალისტების მხრიდან „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მისამართით. არ დაუჯერა არც მათ და არც ბატონ ბლინკენს, ხელისუფლებამ და გამჭვირვალობის ქართული კანონი არათუ მიიღო, მერე დე ფაქტო პრეზიდენტის ვეტოც დაძლია. თან დაამატა: ეს თქვენთვის არის ამერიკელი თუ ევროპელი მაღალჩინოსნები ღმერთთან გაიგივებული, ჩვენთვის კი უზენაესი უფალია, ყველაზე მნიშვნელოვანი  ეროვნული ინტერესები და ქართველი ხალხიაო.  ისე საინტერესოა, რომ თითქმის დღე არ გავა ან ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, ან ევროპელები რაღაც უცნაურ სკანდალში არ გაეხვიონ, თან ისეთებია, რომლის გამო პასუხს მომავალი ადმინისტრაცია აუცილებლად მოსთხოვს, არც ევროპელებს გადაუსვამენ ხელს მომავალი ხელისუფლებები. ზოგს კონგრესმენები დებენ ბრალს ნეპალში ათეიზმს რატომ ავრცელებდიო, ზოგსაც ეკითხებიან შენს საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ქვეყნის ანტისამთავრობო მიტინგზე რატომ იყოო... ესტონეთის პრემიერს,  მეუღლე სანქცირებულ რუსეთში ბიზნესით ფულს რატომ  შოულობსო, ერთხელ კი კითხეს და მე არ ვიცოდიო, ახლა კი გავიგე მაგრამ რატომ უნდა გადავდგე, ქმარს აქვს ბიზნესი მე ხომ არაო... ამიტომაც ჰყარს ის ძაღლის თავი, ჩვენთან არეულობის მოსაწყობად რომ დამარხეს..." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი