ზაალ ანჯაფარიძე: ვხედავთ, რომ პროტესტანტების რაოდენობა გარკვეულ ნიშნულზე გაიყინა, ეს რაოდენობა კი, რომელიც წარმოადგენს მათ ელექტორალურ და სამობილიზაციო რესურსს ოქტომბრის არჩევნებზე, ნამდვილად არ არის საკმარისი მოსაგებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
469 30 მაისი 2024, 20:16
ერთი თვეა ვაკვირდები ამ მრავალჭირნახული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს. რა გამოიკვეთა სადღეისოდ? აქციების აღმასვლების, ლატენტობის თუ მინავლების ფაზებმა, თითქმის მთლიანად გამოაშკარავა მათი შიდა თუ გარე რესურსები - ადამიანური, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა გარკვეულ ნიშნულზე გაიყინა და აღარ იმატებს, რის მიზეზადაც ასახელებს საპროტესტო მუხტის სიცრუეზე და ზნეობის ნორმების გადაბიჯებაზე აგებას. ექსპერტი აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებმა და მათმა მხარდამჭერებმა, თავად ააგეს გაუცხოების კედელი დანარჩენ საზოგადოებასთან, რომელიც რიცხობრივად მათზე ბევრად მეტია.

“ერთი თვეა ვაკვირდები ამ მრავალჭირნახული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს. რა გამოიკვეთა სადღეისოდ? აქციების აღმასვლების, ლატენტობის თუ მინავლების ფაზებმა, თითქმის მთლიანად გამოაშკარავა მათი შიდა თუ გარე რესურსები - ადამიანური, ფინანსური, პოლიტიკური თუ მორალური. 

აქციებში მონაწილეთა და მათ მხარდამჭერთა რაოდენობამ, მიაღწია რა მაქსიმალურ ზღვარს, ზრდის პოტენციალი დაკარგა. ყველა ვხედავთ, რომ პროტესტანტების რაოდენობა გარკვეულ ნიშნულზე გაიყინა და აღარ იმატებს.  ეს რაოდენობა კი, რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს მათ ელექტორალურ და სამობილიზაციო რესურსს ოქტომბრის არჩევნებზე, როგორც ადრე ვწერდი, ნამდვილად არ არის საკმარისი არჩევნების მოსაგებად. 

საპროტესტო მუხტის და მასშტაბის დეგრადაცია იწყება მაშინ, როდესაც ის სიცრუეზე და ზნეობის ნორმების გადაბიჯებაზეა აგებული. აქციის მონაწილეებმა კი ამ მხრივ რეკორდები მოხსნეს. მარტო ქუჩების და მოედნების გადაკეტვა და ათასობით მოქალაქისთვის დისკომფორტის შექმნა, პარლამენტართა შვილებზე  სრულიად ამაზრზენი ფსიქოლოგიური ზეწოლა და ბულინგი, საჯარო მოხელეებზე რეპრესიების დაანონსება, დასავლეთის მოხმობა დამხმარედ და სხვა .... რომელი ერთი ჩამოვთვალო! 
 
ქართული საზოგადოების უმრავლესობაში  ვერასოდეს მოიპოვებს სიმპათიას ის, რაც სცილდება მორალს, ქართულ ტრადიციებს, თუ გნებავთ ქართულ გაგებას. არ დაუჭერს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა მათ მხარს, რაოდენ უკმაყოფილოც არ უნდა იყონ  ხელისუფლებით.

მიტინგის მონაწილეებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რომლებიც კეთროვნებად უპირებენ გამოცხადებას ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება, თვითონ ჩაიყენეს თავი ასეთ მდგომარეობაში. მათ თავად ააგეს გაუცხოების კედელი დანარჩენ საზოგადოებასთან, რომელიც მათ რიცხობრივად ძალიან სჭარბობს. თუმცა, ესმით მათ ეს? ვეჭვობ რომ არა.” - წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი