ვიქტორ ჯაფარიძე ამერიკაზე: სად ჩადეს ერთი ლარი მაინც, რა აშენდა მათი ინვესტიციით? გრანტებს და NGO სექტორის დაფინანსებას თუ თვლიან ინვესტიციად, ეს ასე არ არის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
496 01 ივნისი 2024, 10:39
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალური მდივანი ვიქტორ ჯაფარიძე ამერიკულ ინვესტიებს აფასებს. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე არაერთი შეთავაზედბა იყო აშშ-ის საელჩოსთან. დეპუტატის განმარტებით, ამერიკული ინვესტიციით ქვეყანაში არაფერი აშენებულა, თუმცა ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, რაც მისი აზრით არ არის სწორი.
„ამერიკელებს თუ უნდოდათ ანაკლიის პორტის აშენება, ვინ უშლიდათ? რამდენიმეჯერ იყო შეთავაზება საელჩოსთან, მაგრამ ამერიკელებს ეს არ სჭირდებათ არაფერში. გამაგებინეთ, სად ჩადეს ერთი ლარი მაინც, რა ინვესტიცია გააკეთეს, რომ ხელშესახები იყოს და ვთქვათ, რომ ამერიკული ინვესტიციით აშენდა მაგალითად, ესა თუ ის, ქარხანა? მე ხელშესახები არაფერი ვიცი. ამ გრანტებს და NGO სექტორის დაფინანსებას თუ თვლიან ინვესტიციად, მე ასე არ ვუყურებ, ეს ჩემი აზრია.“- აღნიშნა ჯაფარიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი