გია აბაშიძე: მამუკა მდინარაძე, ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, რომლებიც ანგარებიანი დავალების გამო, საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს ტელეპასკვილებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
426 01 ივნისი 2024, 11:56

სამწუხაროდ, მომიწია ალქაჯი ნოდარ მელაძის ე.წ. ტელეშოუს სიმყრალე ანონსის ნახვა მამუკა მდინარაძის ოჯახზე. 
მამუკა მდინარაძე ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია "ტვ პირველის" ჟურნალისტების მიერ ყალბი ამბების მიზანმიმართულად გავრცელების მცდელობაზე, რათა ფსიქოლოგიურად იძალადონ მდინარაძის მშობლებსა და ძმაზე.

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, "ნაცმოძრაობის" პროპაგანდისტები, დავალების გამო, საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს მასალას. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ამ ჟურნალისტების მეგობრებიც იმავე "ღირებულების" მატარებელია.

"სამწუხაროდ, მომიწია ალქაჯი ნოდარ მელაძის ე.წ. ტელეშოუს სიმყრალე ანონსის ნახვა მამუკა მდინარაძის ოჯახზე. 
მამუკა მდინარაძე ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს მართებულად უწოდებს ფაშისტებს, მე კი ნაცპროპაგანდისტებს ვუწოდებ მანქურთებს, რომლებიც ანგარებიანი დავალების გამო, საკუთარ ოჯახებზეც კი შექმნიან უბინძურეს ტელეპასკვილებს.
პარადოქსი კი ისაა, რომ ამგვარ ნაცგობლინებს ჰყავთ ე.წ. სამეგობრო და მათთან ერთად ყოფნა არ ეხამუშებათ, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ნაცქაჯების საახლობლოც იმავე "ღირებულებების" მატარებელია." - წერს აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი