ლევან ნიკოლეიშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტზე-მამუკა მდინარაძის დედას სოფელში მიუვარდნენ, უკადრებელს კადრულობენ. მათ ვერ შეძლეს მისი არათუ მორევა, მცირედითაც კი შეშინება და სწორედ ამან გაამწარა ნოდარ მელაძის ფაშისტური პროპაგანდისტული დაჯგუფება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
437 01 ივნისი 2024, 12:50
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა მდინარაძის ოჯახის წევრების შესახებ “ტვ პირველის” სიუჟეტს გამოეხმაურა. ექსპერტი წერს, რომ ეს არის რაღაც ბანდა, რომლებისთვისაც არ არსებობს არაფერი წმინდა, მოხუცი, ბავშვი, ოჯახი პირადი სივრცე, მათთვის ჩვეულებრივი დასასისხლიანებელი სამიზნეა. ეს არის ის სექტა, რომლებმაც ვერ შეძლეს მამუკა მდინარაძესთან პოლიტიკური ოპონირება და ფიზიკურად დაესხნენ თავს. “ნოდარ მელაძის და მის ზონდერ ჟურნალისტების ვისაც სჯერა მე დიდი ხანია, გონებრივი პრობლემების მქონე ადამიანები მგონია. ეს არის რაღაც ბანდა, რომლებისთვისაც არ არსებობს არაფერი წმინდა, მოხუცი, ბავშვი, ოჯახი პირადი სივრცე, მათთვის ჩვეულებრივი დასასისხლიანებელი სამიზნეა. ეს არის ის სექტა, რომლებმაც ვერ შეძლეს მამუკა მდინარაძესთან პოლიტიკური ოპონირება, ფიზიკურად დაესხნენ თავს (მიუგზავნეს ელისაშვილი), უწყობენ ათასნაირ შანტაჟს, მამუკას დედას სოფელში მიუვარდნენ, უკადრებელს კადრულობენ, ადგილობრივებმა სათანადო პასუხი კი გასცეს, მაგრამ ფაშისტები რის ფაშისტებია ასე ადვილად, რომ მოისვენონ. რა შეიძლება იყოს მათი ასეთი გამწარების მიზეზი? ძალიან მარტივი: მათ ვერ შეძლეს მამუკა მდინარაძის არათუ მორევა, მცირედითაც კი შეშინება! უფრო მეტიც მამუკას და მის გუნდს იმაზე მეტი ნებისყოფა, ფიზიკური თუ სულიერი სიმტკიცე აღმოაჩნდათ, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა-აი, სწორედ ამან გაამწარა ნოდარ მელაძის ფაშისტური პროპაგანდისტული დაჯგუფება. ჯერ სად არიან ძალიან მტკიცე კედელთან უწევთ თავისა და მუშტების ბრახუნი, რაც აუცილებლად გამოიწვევს მათ სხეულის ჯერ კიდევ გაურღვეველი ნაწილების უფრო მეტ დაზიანებას.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი