გია აბაშიძე - საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
522 02 ივნისი 2024, 12:23
ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ქართული ოცნების“ ინფორმაციის შესახებ, რომლითაც დგინდება, რომ  NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ.


ანალიტიკოსის თქმით, აქამდე ნაცმოძალადეთა ქმედებები ანეკდოტურად შეშფოთებულთა წიაღიდან არავის დაუგმია, შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი - ევროპულ თუ ამერიკულ სხვადასხვა ორგანიზაციებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში. 

რაც, აბაშიძის თქმით, პარტნიორობის ჩარჩოებიდან გასული მიუღებელი პრაქტიკაა.


„ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ვითომ დემოკრატიის განვითარების ხელშემწყობი ცალკეული დასავლელი დონორები ექსტრემიზმის მხარდამჭერ სამარცხვინო აქტორებად იქცნენ.  
აქამდე ნაცმოძალადეთა ქმედებები ანეკდოტურად შეშფოთებულთა წიაღიდან არავის დაუგმია, შესაბამისად ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი - ევროპულ თუ ამერიკულ სხვადასხვა ორგანიზაციებს აწყობთ სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში. ეს პარტნიორობის ჩარჩოებიდან გასული მიუღებელი პრაქტიკაა.
ყველა უცხო ქვეყანამ რადიკალიზმის ამ შემთხვევებიდან შესაბამისი დასკვნები დროულად უნდა გამოიტანოს და დაფინანსების პოლიტიკას გადახედოს. სპონსორობის გამჭვირვალობაც დაგვანახონ, სანამ შესაბამისი ქართული კანონის აუცილებელი რეგულაციები ამოქმედდება“-წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი