დავით კაჭარავა მის წინააღმდეგ მიმართულ ცილისწამების კამპანიაზე: რაც უნდა სიბინძურე შეკეროთ რადიკალებმა გზას არ გადავუხვევ, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
495 02 ივნისი 2024, 22:11
ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ამით ოპოზიციური არხებით მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ეხმიანება. როგორც კაჭარავამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორებმა და დამკვეთებმა ზუსტად იციან მისი ქონების წარმოშობის შესახებ, კერძოდ ის, რომ ყველაფერი დეპუტატად არჩევამდე, საკუთარი შრომით აქვს მოპოვებული, ისინი მაინც ეწევიან მის წინააღმდეგ ბინძურ კამპანიას. 

„ვნახეთ ნოდარ მელაძის ბინძური შოუ, სადაც ჩემთან დაკავშირებით ათასი სიბინძურე ისაუბრა. ვერ მოეშვნენ ეს ადამიანები იმას, რომ რუსოფობი არ ვარ და ამ დასავლურ ისტერიას არ ვუერთდები, რომ ჩემთვის ჩემი ქვეყანა უმთავრესია ყველაფერ სხვასთან შედარებით. თუ რამ ქონება გამაჩნია, ჩემი შრომითაა მოპოვებული და დეკლარაციაში ასახული. ყველაფერი იქამდე მქონდა, სანამ დეპუტატი გავხდებოდი და დეპუტატობის შემდეგ ეს ქონება შემცირდა კიდეც, თუმცა ამასთან დაკავშირებით მელაძეს რა თქმა უნდა, არაფერი უთქვამს. 

დამალული არაფერი მქონდა, არც ის, რომ რუსეთთან კავშირში იყო ჩემი ბიზნესი და ამის დაფარვას არც ვაპირებდი. წყნეთში მოსვლას, ჩემი სახლ-კარის გადაღებას, პირად სივრცეში შემოჭრას რაც შეეხება, ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. წყნეთი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის, მათ შორის ისიც, რომ აქ ჩემი ბევრი ნათესავი ცხოვრობს და მშობლებიც იმ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ახლა მე ვარ. ყველამ იცის საიდან მაქვს ეს ქონება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ჩემს სამეზობლოში ცხოვრობენ ვატო წერეთელი და მამუკა ხაზარაძეც, რომლებიც სახლში ისე ვერ მოხვდებიან, ჩემს სახლს არ ჩაუარონ და მათაც ძალიან კარგად იციან, რა ქონებას ვფლობ და საიდან. აქვე მივმართავ ორივეს, არ ვიცი როგორ ჩამხედავენ თვალებში ყველაფრის შემდეგ. რაც უნდა სიბინძურე შეკეროთ რადიკალებმა გზას არ გადავუხვევ, იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა და ჩვენ გავიმარჯვებთ,” - განაცხადა დავით კაჭარავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი