დავით ქართველიშვილი ოპოზიციის მიერ ქართული ქარტიის ხელმოწერაზე: ერთიანი სიის მოლოდინში არიან - ყველას უნდა მოხვედრა იქ, ჯერ არ იციან სად, მაგრამ სადღაც მაინც რომ მოხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
465 03 ივნისი 2024, 18:41
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილ ქარტიას აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, ქარტიას ხელი მოაწერეს ოპოზიციონერებმა, რომელთა შესახებაც ხალხმა დიდი ხანია არაფერი იცის. მისი შეფასებით, ერთიან სიაზე ხელის მომწერთა მიზანი სადმე მოხვედრაა, ზურაბიშვილის ქარტია კი მათთვის ერთადერთი გამოსავალია.


„ერთხელ უკვე შევარქვი ქალბატონ სალომეს ცვილის ფიგურების მუზეუმის დირექტორი - მადამ ტიუსო. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო - დღეს ბურჯანაძემ, ბესელიამ და კიდევ რამდენიმემ მოაწერა ქარტიას ხელი. მოდით, გავაჩეროთ ქუჩაში ნებისმიერი 10 ადამიანი, მომხრე ან მოწინააღმდეგე, არ აქვს მნიშვნელობა და უბრალოდ ვკითხოთ ბურჯანაძის, ბესელიას ან თაკო ჩარკვიანის პარტიის დასახელება გვითხრან და მაქსიმუმ 3 პარტიის წევრი დაგვისახელონ. გავაჩეროთ კიდევ 10 კაცი და ვკითხოთ „ხალხის ძალაზე“ თუ სმენიათ და დარწმუნებული ვარ, 20-30 ცნობად სახეს მაინც დაგვისახელებ ჩვენი პარტიიდან. სად იყვნენ ამ ქარტიაზე ხელის მომწერნი? რა ნაფთალინის კარადიდან ამოიღეს? სად ინახებოდნენ? ერთადერთი ლოგიკური აზრი მებადება, რომ ალბათ მაინც ერთიანი სიის მოლოდინში არიან, არა პარტიულად, არამედ პიროვნულად აწერენ ამ ქარტიას ხელს იმიტომ, რომ ყველას უნდა მოხვედრა იქ, სადღაც, ჯერ არ იციან სად, მაგრამ სადღაც მაინც რომ მოხვდნენ,“ - აღნიშნა ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი