დავით ქართველიშვილი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებზე: უკან დასახევი ხიდები მხარეებს აფეთქებული აქვთ - წაგებული შესაძლოა საკუთარ თავისუფლებასაც დაემშვიდობოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
537 03 ივნისი 2024, 19:27
პარტია „ხალხის ძალის“ წევრიო დავით ქართველიშვილი აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ანალიტიკოსი ტრამპისა და ბაიდენის დაპირისპირებაზე წერს. დავით ქართველიშვილის თქმით, ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მის საარჩევნო ყულაბაში შემოწირულობები გაიზარდა. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამერიკელი ექპერტები, ივლისის თვემდე,  ამ თანხის ნახევარ მილიონამდე ზრდას ვარაუდობენ. ქართველიშვილის თქმით, ცნობილია რომ ვერდიქტის შემდეგ ტრამპი უზენაეს სასამართლოს მიმართავს, სადაც მოსამართლეების უმეტესობა რესპუბლიკელები არიან. 


“სანქციებისა არ იყოს, "გლობალური ომის პარტიას" მის ხელთ არსებული ბრძოლის ინსტრუმენტები დაუძველდა. ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული გამამტყუნებელი სასამართლო კამპანიიდან სამ დღეში, შემოწირულობის სახით (რიგითი მოქალაქეებით დაწყებული, "უოლ სტრიტის" მაგნატებით დასრულებული) მის საარჩევნო ყულაბაში უკვე შემოვიდა 200 მილიონი დოლარი.
ბაიდენმა მაგალითად, აპრილის თვეში მიიღო 51, ხოლო ტრამპმა იმავე პერიოდში - 76 მილიონი დოლარი. ეხლა კი, რეკორდი მოხსნილია და ექსპერტების ვარაუდით, ივლისამდე ამ თანხამ შესაძლოა ნახევარ მილიარდს მიაღწიოს. ხოლო 11 ივლისს, საბოლოო ვერდიქტის გამოტანის შემდეგ, ტრამპი გეგმავს მიმართოს უზენაეს სასამართლოს, სადაც უმეტესობას რესპუბლიკელები წარმოადგენენ, საიდანაც სამი პირადად ტრამპის მიერ არის დანიშნული.
მანამდე კი, უკიდურესად განრისხებული ტრამპი თავის მოწინააღმდეგეებს გამარჯვების შემთხვევაში ღიად ემუქრება შურისძიებით - ჯერ კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაპატიმრებულებს შეიწყალებს, ხოლო შემდეგ დემოკრატებზე მასობრივი სასამართლო პროცესებით იმუქრება. უკან დასახევი ხიდები მხარეებს აფეთქებული აქვთ - წაგებული შესაძლოა საკუთარ თავისუფლებასაც დაემშვიდობოს,“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი