რატი იონათამიშვილი-"ნაციონალური მოძრაობა" არ ასაჯაროებს მათ ოფისთან მომხდარ ინციდენტის ამსახველ კადრებს. მათი ეს ქმედება ორ შესაძლებლობას ტოვებს- ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
414 04 ივნისი 2024, 15:13
„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია - ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ!- წერს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში. 

 რატი იონათამიშვილი მათ ამ ქმედებას იმით ხსნის, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული პოლიციას ხელს უშლიან და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა. ასევე, იონათამიშვილი მათ ოფისში სტუმრად მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას?! სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?! „ნაციონალური მოძრაობა" არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია - ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ! ამას ყველაზე ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული პოლიციას ხელს უშლიან და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა! მათ შორის, ყველაზე საინტერესოა უწყვეტი ჩანაწერი, რომელიც მათ გააჩნიათ და შეგნებულად მალავენ. განსაკუთრებით საყურადღებოა განვითარებული მოვლენების პირველი ეპიზოდის ამსახველი კადრები, რომელიც ტელეკომპანია იმედის მიერ ექსკლუზიურად გასაჯაროვდა და სადაც ცხადად ჩანს, როგორ ემუქრებიან ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლები ბიტითა და იარაღის სროლით ადამიანებს. როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, მხოლოდ ნაცმოძრაობის ვიდეოკამერებზეა ასახული! ფაქტია, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ამას შეგნებულად მალავს! აქვე, მოვუწოდებთ მათ ოფისში სტუმრად მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას?! სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?!“- წერს რატი იონათამიშვილი . 
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი