დავით ქართველიშვილი-შევეცადოთ ავუხსნათ საკუთარ თავს, ჩვენი საზოგადოების ნაწილის მიერ თვითგანადგურებისკენ ალოგიკური ლტოლვა, ჩვენს თავზე მშვიდობიანი ცის სანაცვლოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
566 05 ივნისი 2024, 13:46
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დაუშვან.
„არსებობს რამდენიმე თეორია, რომელიც ცდილობს ახსნას ვეშაპების მასობრივი თვითმკვლელობის ეს ფენომენი. მოდით შევეცადოთ ავუხსნათ საკუთარ თავს, ვეშაპისებრთა ქცევის პრიზმაში, ჩვენი საზოგადოების ნაწილის მიერ თვითგანადგურებისკენ ალოგიკური ლტოლვა ჩვენს თავზე მშვიდობიანი ცის სანაცვლოდ, რომელიც დამატებითი ხელოვნური მღელვარების გარეშე გაძლევს სტაბილური არსებობის, სწავლის, ღამის კლუბური ცხოვრების შესაძლებლობას. შესაძლებლობას გიყვარდეს ის ერთადერთი და საპასუხოდ უყვარდე მას.
ვეშაპების შემთხვევაში, გავრცელებული თეორიები მოიცავს ოკეანის ხმაურის დაბინძურების სამოტივაციო ფაქტორს, რაც აზიანებს სმენას და ექოლოკაციას. ჩვენი საზოგადოების დაბინძურება ფსევდო-ლიბერალიზმის მეტასტაზებით და მოსახლეობის მიზანმიმართული გენეტიკური მოდიფიკაციის პროცესები, ასევე შეიძლება გახდეს სოციუმის ნაწილში „ლურჯი ვეშაპის“ მსგავსი ფენომენის მქონე სუიციდური განვითარების სტიმული.
ვეშაპები ასევე განიცდიან პანიკას მტაცებლების (მაგალითად, მკვლელი ვეშაპების) თავდასხმების გამო; სანაპირო ზოლთან ახლოს კალმარსა და თევზზე ნადირობის იძულება; ან ფიზიკური სისუსტე სიბერის გამო; ბუნდოვანი სანაპირო ზოლის ცუდად ამოცნობა დახარვეზებული ექოლოკაციის ორგანოების მიერ; კვების რესურსების შემცირება და ზოგიერთი სხვა მამოძრავებელი მიზეზი, თუმცა არცერთი მათგანი არ არის აღიარებული უნივერსალურად. ასევე განიხილავენ სოციალური ქცევის თეორიასაც: თუ ერთი ვეშაპი შეხვდება გარემოებებს, რომლებიც აიძულებენ მას სანაპიროზე გადახტეს, მაშინ დანარჩენები სავარაუდოდ მიჰყვებიან მას და ასევე ხტებიან ნაპირზე. ეს ტენდენცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროსაც დავინახეთ. და მიუხედავად ამ ყველაფრისა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვეშაპები არ ვართ და ცხოვრება მშვენიერია. განსაკუთრებით საკუთარი ქვეყნის განვითარების მშვიდობიან პერიოდში.“-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი