დავით კაჭარავა კონგრესში გამართულ მოსმენებზე: ქართველმა ხალხმა დაინახა, რა გეგმები აქვთ უცხოელ „პარტნიორებს“ და აქედან გამომდინარე, საზოგადოება კიდევ უფრო მოტივირებული იქნება, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
513 05 ივნისი 2024, 22:53

საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილი ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების ლუსტრაციად აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს საკითხის, კერძოდ „მეგობარი აქტის“ განხილვას.

როგორც კაჭარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ მოსმენებზე ყველაფერი გამოაშკარავდა, კერძოდ ის, რომ მათ სურთ საქართველოში რევოლუციური გზით ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის უკრაინიზაცია.

დავით კაჭარავას თქმით, ერთი მხრივ, კონგრესში მოხდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოუდგენელი შინაარსის საკითხების განხილვა და მეორე მხრივ, იმ ძალების გამოაშკარავება, რომლებსაც ქვეყნის შიგნით ქაოსისა და არეულობის გზით გავლენების განმტკიცება სურთ.

„ჩვენ ვიხილეთ პროცესი საქართველოს წინააღმდეგ, შეიძლება ასეც დავარქვათ. წარმოუდგენელი რამ მოხდა, თუმცა ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნისათვის დადებითი მხარეც აქვს გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, გამოაშკარავდა. ნათელი გახდა, თუ რას აპირებენ ისინი [გლობალური ომის პარტია] საქართველოში - ქვეყანაში ორგანიზება გაუკეთონ გადატრიალებას, რასაც მოჰყვება პროცესების უკრაინიზაცია. ეს კი, გამოიწვევს ჩვენს ომში ჩათრევას. პრინციპში ყველაფერი გამოაშკარავდა, ამ ყველაფერზე მათ ღიად ისაუბრეს და დაადასტურეს კიდეც, თუ რა გეგმები აქვთ.

კიდევ ერთხელ დაინახა ქართველმა ხალხმა,, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, რომლის მიერაა არჩეული დღევანდელი ხელისუფლება, თუ რა გეგმები აქვთ უცხოელ „პარტნიორებს“ და აქედან გამომდინარე, ხალხი კიდევ უფრო მეტად განეწყობა იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის პოზიციები.

რა თქმა უნდა, ამ მოსმენებში შალვა ნათელაშვილის ჩართვა, მისი წერილის გათვალისწინება ღიმილის მომგვრელია. ისაა ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში აღარც მოიაზრება. მასზე თუ ვინმე რამე გათვლას აკეთებს ჩვენი ქვეყნის გარეთ, ადასტურებს იმას, რომ ის ინფორმაციულ ვაკუუმშია. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი იყო სამარცხვინო, მაგრამ ძალიან დადებითი იმ მხრივ, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ იხილა - რაზეც ვსაუბრობდით, იყო სიმართლე“, - განაცხადა დავით კაჭარავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი