ზაალ ანჯაფარიძე: საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპოზიცია ამ არჩევნებზე ძირითადად დასავლეთის იმედად არის. ინტრიგა იმაშია, რომ ჯერ არცერთმა მათგანმა არ იცის საპასუხოდ რას უმზადებს ხელისუფლება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
512 06 ივნისი 2024, 20:36

ამ დღეებში უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპოზიცია რაც არ უნდა იბაქიბუქონ, ამ არჩევნებზე ძირითადად დასავლეთის იმედად არის - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი ადგილობრივი მხარდაჭერის რესურსი უკვე ბოლომდე გამოფინა.

„ჰოდა მიადგნენ დასავლეთს ვედრებით - გვიშველეთ! იმათაც - გაანძრიეთ ხელი და გიშველითო. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ სიტუაციის ინტრიგა იმაშია, საპასუხოდ რას უმზადებს ხელისუფლება. “ამ დღეებში უკვე საბოლოოდ გაირკვა, რომ ოპოზიცია რაც არ უნდა იბაქიბუქონ, ამ არჩევნებზე ძირითადად დასავლეთის იმედად არის. ოპოზიციამ საკუთარი ადგილობრივი მხარდაჭერის რესურსი უკვე ბოლომდე გამოფინა, და აღმოჩნდა, რომ მთლიანობაში 250,000-ზე (ისიც ყველაზე ოპტიმისტური დათვლით) მეტი ვერ დააბოლეს "ალა ლუსულ კანონს" ბჟუტურით. ჰოდა მიადგნენ დასავლეთს ვედრებით - გვიშველეთ! იმათაც - გაანძრიეთ ხელი და გიშველითო. "ხელის განძრევა" ნიშნავს ქვეყნის ჯანჯღარს, პროვოკაციებს დეზინფორმაციას და ა.შ. სიტუაციის ინტრიგა იმაშია, რომ ჯერ არცერთმა მათგანმა არ იცის საპასუხოდ რას უმზადებს ხელისუფლება”,- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი