ედიშერ გვენეტაძე: სანქციები საქართველოსთვის! დემოკრატიის მამების მიერ დაფუძნებული აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, კრიმინალი სააკაშვილის, მისი "ნაცბანდის" და შარლატან ნათელაშვილის დაბეზღებების მომსმენ-აღმასრულებელ კანტორად იქცა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
452 07 ივნისი 2024, 12:23
კლასიკური გამონათქვამი: "მეფე შიშველია" ნებისმიერ დროსა და სივრცეში -ადრეულ შუა საუკუნეებში,  შუა საუკუნეებში,  გნებავთ  21-ე საუკუნეში უკვდავია! ეს ჭეშმარიტება საბოლოოდ დაადასტურა აშშ-ის  ახლანდელი ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა გუშინდელმა გადაწყვეტილებამ - სანქციები საქართველოსთვის! -  ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია, რადიკალების დაბეზღებების მომსმენად და ამ დაბეზღებების აღმასრულებლად გადაიქცა. გვენეტაძის თქმით, საქართველოს, თავისი არსებობის მანძილზე ბევრი იმპერია დაუპირისპირდა, თუმცა, ქვეყანა ისევ არსებობს. 

"კლასიკური გამონათქვამი: "მეფე შიშველია" ნებისმიერ დროსა და სივრცეში -ადრეულ შუ საუკუნეებში,  შუა საუკუნეებში,  გნებავთ  21-ე საუკუნეში უკვდავია! ეს ჭეშმარიტება საბოლოოდ დაადასტურა აშშ-ის  ახლანდელი ადმინისტრაციის მიერ მიღებულმა გუშინდელმა გადაწყვეტილებამ!
სანქციები საქართველოსთვის!
საოცარია, მაგრამ ფაქტი - მსოფლიო თავისუფლებისა და  დემოკრატიის მამების მიერ დაფუძნებული  ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაცია მათდა საუბედუროდ იქცა კრიმინალი სააკაშვილის, მისი "ნაცბანდის" დამცველ  და  პოლიტიკურ პროსტიტუტკა, შარლატან შალიკო ნათელაშვილის დაბეზღებების მომსმენ-აღმასრულებელ კანტორად!
ათასჯერ მართალი იყო ის, ვინც თქვა: "აბსოლუტური ძალაუფლება, აბსოლუტურად რყვნისო"!
დიახ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიო პოლიციელის როლს მორგებულ აშშ ადმინისტრაცია, ვერ გამოდის იმ როლიდან, რომელსაც ერთმა გენიოსმა "თავბრუდახვევა წარმატებებისაგან" უწოდა!
სწორედ ასეთი თავში ავარდნების შედეგად, აშშ-ს ახლანდელმა ხელისუფლებამ  ხელი მიჰყო ძველი სიბრძნის: "კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს უწყო მტვრევაო" აღსრულებას!
შეიქმნა პარადოქსული მდგომარეობა - საკუთარი დასახული მიზნების ვერ გამთვლელ-აღმასრულებელი აშშ ახლანდელი პრეზიდენტის ადმინისტრაცია განიცდის რა ფიასკოს მსოფლიო პოლიტიკურ ველზე, მის კომპენსირებას  ცდილობს და კუნთებს ათამაშებს პატარა, სახელდობრ იმ საქართველოს მიმართ, რომლის მოსახლეობა დიდად არაფრით აღემატება ნიუ-იორკის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობას!
ამიტომაც, ისე სხვათა შორის გვინდა შევახსენოთ ამ ბატონებს, რომ მსოფლიოში არ ყოფილა იმპერია, რომელიც საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ იმ იმპერიათაგან თითქმის ყველა მათგანი გამქრალია, ხოლო ტერიტორიით მცირე, მაგრამ სულიერებით უმდიდრესი ქვეყანა საქართველო არსებობს!
ამიტომაც ჩვენზე დაუძინებლად მზრუნავო "მეგობრებო" ! შალიკო-ლომჯარია-საბანაძე-ჩხიკვაძის საქართველოს მოღალატე-გამყიდველთა კვარტეტს ებარებოდეთ! ჩვენი სოლიდარობა და გვერდით დგომა შესანიშნავ  ამერიკელ ხალხს!" - წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი