ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის განცხადებაზე: ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი და არა რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვა. მოვა 26 ოქტომბერი და ვნახავთ ქართველი ხალხი ვის დაუდგება გვერდში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
520 07 ივნისი 2024, 15:38

ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ აშშ-ის სანქციებზე საუბრის დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქვეყანას ლეგიტიმური ხელისუფლება არ ჰყავს“.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი და არა რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვა. არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი სამარცხვინო ადმინისტრაცია.

მისივე თქმით, მალე მოვა 26 ოქტომბერი და ვნახავთ ყველა, ქართველი ხალხი ვის დაუდგება გვერდში - ეროვნულ ხელისუფლებას თუ ამ მონებს.

„ამ უწიგნურ ჭინკას გადაეცით ვინმემ, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციას განსაზღვრავს ხალხი და არა რომელიმე ქვეყნის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვა. არც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი სამარცხვინო ადმინისტრაცია. მალე მოვა 26 ოქტომბერი და ვნახავთ ყველა, ქართველი ხალხი ვის დაუდგება გვერდში - ეროვნულ ხელისუფლებას თუ ამ მონებს“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი