შალვა პაპუაშვილი: სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი - ათასწლეულის განმავლობაში, ერთი სოფლის რამდენიმე გვარის წყალობით, ამ საგანძურმა ყველა ქარტეხილი გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
421 08 ივნისი 2024, 10:19

ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი. კონკრეტულად პალიმფსესტის ამ ორ გვერდზე ხელნაწერის ქვემოთ მე-9 საუკუნის გაცრეცილი წარწერები ოდნავღა მოჩანს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისი თქმით, ყველაფერი ბრუნავს, მაგრამ ყველაფერი დროებითი წარმავალია, ხოლო რაც რჩება არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა დალოცოს საქართველო.

„ორწლიანი რესტავრაციის შემდეგ დღეს სვანეთის მთებში დავაბრუნეთ ქურაშის მე-12 საუკუნის ხელნაწერი ოთხთავი. კონკრეტულად პალიმფსესტის ამ ორ გვერდზე ხელნაწერის ქვემოთ მე-9 საუკუნის გაცრეცილი წარწერები ოდნავღა მოჩანს. ათასწლეულის განმავლობაში, ერთი სოფლის რამდენიმე გვარის წყალობით, ამ საგანძურმა ყველა ქარტეხილი გამოიარა და ჩვენამდე მოაღწია.

„ხილული დროებითია, უხილავი კი — მარადიული“. (კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლე).

ყველაფერი ბრუნავს, მაგრამ ყველაფერი დროებითი წარმავალია, ხოლო რაც რჩება არის ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა დალოცოს საქართველო“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელ X-ში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი