დავით ქართველიშვილი ირაკლი ზარქუას შვილზე მოწყობილ ჩასაფრებაზე: ერთი ნაბიჯი გაკლიათ ხონის კლინიკაში მოსახვედრად. ხოლო თქვენი დავალებების მიმცემი ბიოლოგიური ნაგავი უკვე არის მოხვედრილი პოლიტიკური ნარჩენების კონტეინერში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
456 09 ივნისი 2024, 23:29
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი კატეგორიულად გმობს პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ ისეთ ქმედებებს, როგორიცაა საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების შვილების მიმართ განხორციელებულ დაშინებისა და ჩასაფრების აქტები, როგორც ეს განხორციელდა „ქართული ოცნების“ წევრის  ირაკლი ზარქუას 11 წლის შვილის მიმართ. ამის შესახებ ქართველიშვილის სოციალურ ქსელში წერს და  აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედების ყველა შემსრულებელს და მით უმეტეს დამკვეთს, სულ მცირე ფსიაქიატრის დახმარება სჭირდება. 



„ვინმეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი სურათი - რომელიმე ნაცაქტივისტს დაებადა ბავშვი, ხოლო სამშობიაროსთან მას ხვდება სახელისუფლებო მომხრეების პიკეტი, რომელიც არ აძლევს საშუალებას ახალშობილი სახლში გადაიყვანოს. ან ვინმეს გარდაეცვალა ახლობელი, ხოლო პანაშვიდის ან გასვენების ჩასაშლელად "შვიშტოკებით" და პლაკატებით "არ მივაბაროთ ქართულ მიწას!" სამგლოვიარო პროცესიას რატომღაც მიადგნენ ამ ქვეყნის ნორმალური მოსახლეობის წარმომადგენლები. ან მით უმეტეს, ნაცების საფლავებზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად რომ დავდიოდეთ ისევე, როგორც ესენი დადიან და რისი კადრებიც ვნახეთ არც თუ ისე დიდი ხნის წინ.
რაც მე აღვწერე, ფსიქიატრიის ეს უკიდურესი გამოვლინებები არც ერთ ნორმალურ ადამიანს თავში არ მოუვა, მაგრამ სექტანტების რიგებში ზოგი ძალიან მიუახლოვდა ამ წითელი ხაზების გადაკვეთას, ზოგმა უკვე გადაკვეთა ისინი. ამ სიგიჟეს მიეკუთვნება ჩვენი შვილების ბაგა-ბაღებთან, სკოლებთან, ცეკვის, სპორტის, მუსიკის სექციებთან ჩასაფრება, როგორც ეს დღეს ირაკლი ზარქუას 11 წლის ქალიშვილს გაუბედეს. ერთი ნაბიჯი გაკლიათ ხონის კლინიკაში მოსახვედრად. ხოლო თქვენი დავალებების მიმცემი ბიოლოგიური ნაგავი უკვე არის მოხვედრილი პოლიტიკური ნარჩენების კონტეინერში და ამ მოცემულობას ვერანაირი არჩევნები ვეღარ უშველის," -  წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი