ზაალ ანჯაფარიძე: მთავარია ვინ მოასწრებს ახალ ევროპარლამენტთან ურთიერთობის დალაგებას made in Georgia მეთოდით. როგორ მუშაობს ეს მეთოდი, ყველამ კარგად ნახა წინა ევროპარლამენტის მაგალითზე, გვარამიას რომ ლამის ქართული დემოკრატიის მამად გვასაღებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
391 10 ივნისი 2024, 14:23
როგორც ყოველთვის, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დაპირისპირებულმა მხარეებმა სათავისოდ გაიგეს და მოთარგმნეს. შეგუებული ვართ ამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების თანდაყოლილ მანკს,  -  წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. 

მისი თქმით, ახლა მთავარია ის, თუ ვინ მოასწრებს ახალ ევროპარლამენტთან ურთიერთობების დალაგებას იმ მეთოდით, რომლითაც, წინა ევროპარლამენტი ნიკა გვარამიას ლამის ქართული დემოკრატიის მამად ასაღებდა. 

"როგორც ყოველთვის, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები დაპირისპირებულმა მხარეებმა სათავისოდ გაიგეს და მოთარგმნეს. შეგუებული ვართ ამ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების თანდაყოლილ მანკს.
ახლა მთავარია ვინ მოასწრებს ახალ ევროპარლამენტთან ურთიერთობის დალაგებას - made in Georgia მეთოდით. თუ როგორ მუშაობს ეს მეთოდი, ყველამ კარგად ნახა წინა ევროპარლამენტის მაგალითზე, ნიკა გვარამიას რომ ლამის ქართული დემოკრატიის მამად გვასაღებდნენ." -  წერს ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი