დავით ქართველიშვილი: ივნისი იყო, არის და იქნება ორ ძირითად მსოფლიო ბლოკს შორის მნიშვნელოვანი პაექრობის თვე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
544 11 ივნისი 2024, 10:52
„პოლიტიკური ივნისი გამოდგა საკმაოდ კონცენტრირებული არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩატარდა ევროარჩევნები, ხოლო 27 ივნისს გველოდება ძალზე საინტერესო დებატები ბაიდენსა და ტრამპს შორის, არამედ, ივნისი იყო, არის და იქნება ორ ძირითად მსოფლიო ბლოკს შორის მნიშვნელოვანი პაექრობის თვე.“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

დავით ქართველიშვილი საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს. „თუ დასავლეთმა 6 ივნისს უკვე ჩაატარა „ნორმანდიული" ღონისძიებები, რუსეთმა ამას დაუპირისპირა 5-8 ივნისის პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. თუ რუსეთი 10-11 ივნისს გამართავს BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტერიალს, დასავლეთი 13-14 ივნისს იტალიაში გამართავს G7-ის სამიტს. გარდა ამისა, წინ გვაქვს 15-16 ივნისს შვეიცარიაში გასამართი „უკრაინის სამშვიდობო სამიტი". რა არის ამ ყველაფერში საინტერესო ჩვენთვის - პირველ რიგში, ჩვენი მეზობლისა და პარტნიორის, თურქეთის განაცხადი, რომელიც გააჟღერა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაკან ფიდანმა: „თურქეთს სურს BRICS-ში გაერთიანება, რომელშიც ევროკავშირის კარგ ალტერნატივას ხედავს" (ხაკან ფიდანი ესწრება წლევანდელ ნიჟნი ნოვგოროდის სამიტს). პეკინში თავისი ვიზიტის დროს, ფიდანმა განაცხადა, რომ 25 წლის განმავლობაში ევროკავშირი ბლოკავს თურქეთის გაწევრიანობას EU-ში მისი „იდენტობის პოლიტიკის" გამო, ამიტომ ქვეყანა „იძულებულია ეძებოს სხვა ალტერნატივები". ფიდანმა ხაზი გაუსვა, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ თურქეთის „სუვერენული იდენტობა" ჩაანაცვლონ ევროკავშირის „საერთო ფასეულობებით", რაც სწორედ რომ ეწინააღმდეგება როგორც თურქეთის იდენტობას, ასევე - მის სუვერენიტეტს. თურქმა დიპლომატმა BRICS-სა და EU-ს შორის მთავარ განსხვავებას გაუსვა ხაზი: თუ ეს უკანასკნელი მთავარ აქცენტს აკეთებს „ევროკავშირის საერთო ღირებულებების" მიმართ ერთგულებაზე, BRICS-ის მთავარი არსი ეკონომიკური სარგებლის მოპოვებაა. ევროკავშირის მიერ დეკლარირებულ მოთხოვნებს მკაცრად აკონტროლებს „მსაჯულთა სისტემა", რომლებიც ურჩ ქვეყნებსა თუ მათ ლიდერებს სჯიან სანქციებით, სადაც დომინირებს ვაშინგტონის მთავარი დამსჯელი ინსტრუმენტი - დოლარი. რაც შეეხება BRICS-ს, აქ დომინანტად გამოდის მისი წევრი ქვეყნების „ეროვნული ეგოიზმის რეალიზაცია, პირველ რიგში - ეკონომიკურ სფეროში". თითოეული წევრი თავად განსაზღვრავს, „ეროვნული ეგოიზმის" რა ნაწილის დათმობაზეა მზად ამა თუ იმ ეკონომიკური პრეფერენციის მიღების მიზნით. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს გარდაუვალ დისტანცირებას ისეთი სისტემისაგან, რომელიც ურჩი ქვეყნების მიმართ მუდმივ უსამართლობასა და დასჯაზე არის დაფუძნებული. რაც შეეხება „დოლარით დასჯას" - ჩინეთსა და გაერთიანებულ არაბულ ემირატებს შორის უკვე განხორციელდა პირველი წარმატებული ტრანსნაციონალური ფულადი ტრანზაქცია (50 მილიონი დირქამი) ახალი პლატფორმა-mBridge-ის გამოყენებით. სწორედ ამ ახალი პლატფორმის დანერგვას გეგმავენ BRICS-ში, როგორც მრავალმხრივ, ციფრულ ანგარიშსწორებისა და გადახდის სისტემას, რომელმაც აშშ-ის ფინანსური სანქციების სრულ ნიველირებას უნდა შეუწყოს ხელი...“- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი