გიორგი კალანდია-ზვიად გამსახურდია დღეს ყველაზე ბედნიერი იქნებოდა, რადგან სწორედ მან ამოიკითხა ზოსიმეს გენიალურ სიტყვებში ქართველი ერის სულიერი მისია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
467 11 ივნისი 2024, 19:09

ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად შეიძინა იოანე - ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.

გიორგი კალანდიას თქმით, არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა.

„არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა! საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება! დიახ უბრუნდება, რადგან ჩვენი ქვეყნის ისტორია ისე წარიმართა რომ დღემდე ზოსიმეს არცერთი ხელნაწერი არ გაგვაჩნდა, ეს ის იოანე ზოსიმეა რომელმაც "ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" დაწერა..."დამარხულ არს ენაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებელად. რათა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა."...ვულოცავ სრულიად საქართველოს, ვულოცავ ჩვენს ნეტარ ხსენებულ წინაპრებს, ვულოცავ ჩვენს დიდებულ მომავალ თაობას... აფერუმ იმ ვაჟკაცობას რომლითაც ეს შედევრი მრავალტანჯულ საქართველოს დაუბრუნდა! ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დღეს ყველაზე ბედნიერი იქნებოდა, რადგან სწორედ მან ამოიკითხა ზოსიმეს გენიალურ სიტყვებში ქართველი ერის სულიერი მისია: "და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან."-წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი