ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
562 12 ივნისი 2024, 17:34

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) ინვესტორი კომპანიის FCC Aqualia-ს ახალი აღმასრულებელ დირექტორ სანტიაგო ლაფუენტეს, რეგიონულ დირექტორ ხოსე ენრიკე ბოფილს, ასევე GWP-ის გენერალურ დირექტორს ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. „ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია. ჩვენ მივესალმებით ინვესტიციებს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ისინი ხელს უწყობენ ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, შემოაქვს ახალი ტექნოლოგიები და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს. ესპანურ კომპანიას FCC Aqualia-ს აქვს დიდი მისია, გარდაქმნას „ჯორჯიან უოთერ და ფაუერი“ თანამედროვე ევროპული სტანდარტების კომპანიად, რომლის გამართულ მუშაობაზე დამოკიდებულია საქართველოს დედაქალაქის, ასევე რუსთავისა და მცხეთის უწყვეტი, უსაფრთხო და უვნებელი წყალმომარაგება. იმედი გვაქვს, რომ Aqualia-ს წარმატებული მაგალითი დამატებითი სტიმული იქნება საქართველოს ბაზარზე ევროპული ინვესტიციების შემდგომი ზრდისთვის,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე საქართველოში. აღინიშნა, რომ ესპანური კომპანია FCC Aqualia საქართველოში ყველაზე მსხვილი დარგობრივი ინვესტორია, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 80%-იანი წილი შეიძინა. ასევე ხაზი გაესვა ქვეყნისთვის წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული მსხვილი ინვესტიციის მნიშვნელობას და სამომავლო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს. ითქვა, რომ Aqualia-სთვის თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების გაუმჯობესება პრიორიტეტულია, კომპანიის აქციონერები კი მზად არიან მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე საქმიანობასა და კომპანიის პროგრესის მონიტორინგში, რადგან მათთვის GWP-ის მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ „საქართველოს კაპიტალის” თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური, გენერალური დირექტორის მოადგილეები ავთო ნამიჩეიშვილი და გიორგი ალფაიძე.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში 3 941.1 ადამიანი ცხოვრობს
ლევან ჟორჟოლიანი - საერთაშორისო ინდექსების თვალსაზრისით, ყველგან გვაქვს სერიოზული წინსვლა, ეს გამოწვეულია იმ სისტემური გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობამ მიიღო წინა წლებში
საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი კაცია, ხოლო 52 პროცენტი – ქალი
მაკა ბოჭორიშვილი: თუ რუკას შევხედავთ, დავინახავთ მკრთალ, თუმცა ევროპისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ხაზს, რომელიც შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაზე გადის. ეს არის ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონი
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებასა და რეფორმებზე მუშაობას, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა საბოლოოდ შეიქმნას მყარი საფუძველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის
არქივი