რატი იონათამიშვილი - გაერო-ს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე 191 ქვეყანას გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი, აფხაზი და ოსი შშმ პირების მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 15 ივნისი 2024, 14:24

გაერო-ს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია ყურადღების ცენტრში იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აშშ-ში ვიზიტს აჯამებს.

როგორც იონათამიშვილი აღნიშნავს, საქართველოში ახალი ინიციატივებით ბრუნდება.

„დასრულდა სამუშაო ვიზიტი ნიუ იორკში, სადაც არაერთი დასამახსოვრებელი, პოზიტიური და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. ფაქტია, საქართველოს დელეგაცია გაერო-ს შშმ პირთა 17-ე ასამბლეაზე ყურადღების ცენტრში იყო.

მნიშვნელოვანია, რომ 191 ქვეყანას გავაცანით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები როგორც ქართველი, ასევე აფხაზი და ოსი შშმ პირების მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა. ვიცი, გვისმენდნენ იქაც და აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვფიქრობთ მათზე და გვაწუხებს მათი ბედი. ასევე, გავაღრმავეთ თანამშრომლობა შეზღუდული შესაძლებლობის პოლიტიკის საერთაშორისო აქტორებთან და დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული გზები. საქართველოში ვბრუნდები ახალი ინიციატივებითა და შემართებით.

P.S. ცხადია, არავითარი სანქციები, მხოლოდ საქმე“, – წერს იონათამიშვილი.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, აუცილებელია ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღების გააქტიურება საქართველოს მიმართ, რომლის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობისათვის
გია აბაშიძე პრეზიდენტის განცხადებაზე: სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა „ქართული ოცნება“ ტრამპამდე და მის გარეშეც სუვერენიტეტის, ტრადიციების, ფასეულობების შეუვალი დამცველია
მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა
მიხეილ ყაველაშვილის მიმართვა დროული და სახელმწიფოებრივად გამართლებული ინიციატივაა, რომელიც ასახავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ხედვას - გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციისადმი, საქართველოს ეროვნული ინტერესების მკაფიო დეკლარაციაა
დავით ჩიხელიძე: დღეს ოპოზიციამ „დიდი აქცია“ მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა
არქივი