სოსო არჩვაძე: დეპოზიტების დინამიკური ზრდა ქვეყანაში ბიზნესაქტივობის მყარ, პოზიტიურ და ობიექტურ საფუძველს ქმნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
403 18 ივნისი 2024, 18:45

საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესება ვლინდება როგორც დასაქმების გაუმჯობესებასა და უმუშევრობის შემცირებაში, ისე მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდაში, - ამის შესახებ ეკონომისტი სოსო არჩვაძე Facebook-ზე წერს.

„მარტო 2024 წლის პირველ კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საშუალო ხელფასი რეალურ განზომილებაში 12-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა. ამგვარი ზრდა თავის გამოხატულებას პოულობს როგორც მიმდინარე მოხმარების ზრდაში, ისე გადავადებული მოხმარების, ანუ ყველაფერს თუ თავის სახელს დავარქმევთ, მოსახლეობის საინვესტიციო რესურსის - დეპოზიტების ზრდაშიც. ამის დასტურია საქართველოს საბანკო სისტემაში დეპოზიტების საგრძნობი მატება (მაისში - 18 პროცენტით, მათ შორის შინამეურნეობის დეპოზიტები ლარებში - 33 პროცენტით); უცხოეთიდან საქართველოში განხორციელებული ტრანზაქციების შემცირების ფონზე. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკის ზრდის რესურსის სულ უფრო დიდი წილი ენდოგენურ, ქვეყნის შიდა ფაქტორებს ეფუძნება. ამასვე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი 50 პროცენტზე დაბალია“,- წერს სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, დეპოზიტების დინამიკური ზრდა ბიზნესის დაკრედიტების ასევე მასშტაბური ზრდის პარალელურად (მაისში: +19%) ქმნის მყარ პოზიტიურ და ობიექტურ საფუძველს ქვეყანაში ბიზნეს-აქტიურობის, სამეწარმეო ძალისხმევისა და საბოლოო ჯამში, ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის ამჟამად აღებული, გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი, დინამიკური ტემპის შენარჩუნებისათვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი