გია აბაშიძე დავით საყვარელიძის განცხადებაზე: ღალატის პარტიას ხელისუფლების მიტაცების მისაღწევად სურს, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად, გაპარტახდეს როგორც მორიგი რუსული აგრესიით და შიგნიდან ზელენსკის გუნდის მსგავსი მაროდიორებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
452 21 ივნისი 2024, 13:00

ერთ-ერთი ნაცადეპტის, უკრაინაში გადახვეწილი ყოფილი ჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ ადგილობრივ მედიაში გამოთქმული ოცნება, რომ საქართველოსთვის სექტა ეძებს "ახალ ზელენსკის", კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ღალატის პარტიას ხელისუფლების მიტაცების მისაღწევად სურს, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად, გაპარტახდეს როგორც მორიგი რუსული აგრესიით და შიგნიდან ზელენსკის გუნდის მსგავსი მაროდიორებით, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, რევანშისტებისთვის არაფერს წარმოადგენს არც საქართველოს სუვერენიტეტი, თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა და არც მშვიდობიანი განვითარება, მთავარია ხელისუფლების მიტაცება და ავაზაკ აგენტოკრატიაში "ლეგიტიმაცია".

„ჩვენი ფსევდო მეგობრები და დეკლარირებულად არაკეთილმოსურნეები დამახინჯებულად აღიქვამენ ოფიციალური თბილისის კურსს, რომ არ დაუშვებს "გლობალური ომის პარტიის" მზაკვრულ გეგმას საქართველოს უკრაინიზაციაზე.
დასავლელ არა ფსევდო ლიბერალ პოლიტიკურ აქტორებზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ განვმარტავ თუ რას წარმოადგენს "გლობალური ომის პარტია" ანუ Warmongers (ომის წამქეზებელ-გამჩაღებლები). ეს არაა სადმე იურიდიულად რეგისტრირებული პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორც ეს უწიგნურ ნაცმედიაში ჰგონიათ. ომის მომხრე ძალების/"პარტიის" უკან დგანან: მეტწილად ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გიგანტები; ნეოკონსერვატორი "ქორები" [საერთაშორისო საკითხებში დემოკრატიისთვის ინტერვენციონიზმის მომხრენი - "მშვიდობა ძალის მეშვეობით“]; რადიკალი ულტრამემარცხენე ჯორჯ სოროსის იმპერია; მსხვილი კრედიტორები; ძალაუფლების ძლიერი ცენტრები; ცალკეული ტრანსნაციონალური პოლიტიზებული კორპორაციები და ა.შ.
ერთ-ერთი ნაცადეპტის, უკრაინაში გადახვეწილი ყოფილი ჩინოსნის, დავით საყვარელიძის მიერ ადგილობრივ მედიაში გამოთქმული ოცნება, რომ საქართველოსთვის სექტა ეძებს "ახალ ზელენსკის", კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ღალატის პარტიას ხელისუფლების მიტაცების მისაღწევად სურს, რომ საქართველო უკრაინის მსგავსად, გაპარტახდეს როგორც მორიგი რუსული აგრესიით და შიგნიდან ზელენსკის გუნდის მსგავსი მაროდიორებით. რევანშისტებისთვის არაფერს წარმოადგენს არც საქართველოს სუვერენიტეტი, თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა და არც მშვიდობიანი განვითარება. მთავარია ხელისუფლების მიტაცება და ავაზაკ აგენტოკრატიაში "ლეგიტიმაცია".

უწინდელი მოღალატეობრივი სცენარების მსგავსად, ამ ანტიქართულსაც მწარე ფიასკო ელის!
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში მოხდება. კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც განვითარდა უკრაინაში.„იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, "ნაცმოძრაობას" სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მინდა, დავარწმუნო „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი