გია აბაშიძე: 2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა - ნაცრევანშისტების სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს „უკუსვლაზე" მხოლოდ ბოდვაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
432 23 ივნისი 2024, 14:19

„ყოვლისმცოდნე" ნაცაქტორების არაკომპეტენტური, უარყოფითი შეფასებების ფონზე, საქართველოს მორიგი საერთაშორისო აღიარება - 2024 წლის მდგრადი განვითარების მიზნების რეიტინგში საქართველოს შეფასება გაუმჯობესდა და 50 საუკეთესო ქვეყანას შორის 43-ე ადგილზე გავიდა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„წლევანდელ გლობალურ რეიტინგში საქართველომ გაუსწრო აშშ-ს, ჩინეთს, სინგაპურს, ისრაელს, თურქეთს, ყველა მეზობელ ქვეყანასა და ბევრ განვითარებად სახელმწიფოს, აცხადებს გაეროსა და დუბლინის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში.

მდგრადი განვითარების 16-ე მიზნობრივ აგრეგატში, "მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები", საქართველო მსოფლიოში 41-ე ადგილზე გავიდა, ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანაზე წინ არის, უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ნატოს და ევროკავშირის წევრ ჯამში 12 სახელმწიფოს: შეერთებულ შტატებს, იტალიას, საბერძნეთს, ხორვატიას, უნგრეთს, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, თურქეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მონტენეგროს.

ფეხბურთში ჩახედულებს უკვირთ სექტანტების პოლიტიზებული შაპიტო-მოსაზრებები ამ სპორტზე, თუმცა პოლიტიკაში ჩაუხედავებმაც დიდი ხანია უწყიან, რომ ნაცრევანშისტების სამარცხვინო პროპაგანდა საქართველოს "უკუსვლაზე" არის მხოლოდ ბოდვა. ხსენებული საერთაშორისო კვლევა მსოფლიოს 205 ქვეყნის, ტერიტორიისა და ქვეყანათა ჯგუფის შეფასებას აერთიანებს. 165 ქვეყნის მსოფლიო რეიტინგში საქართველო საუკეთესო 50-ს შორის, 43-ე პოზიციაზე გავიდა. გაუმჯობესდა საქართველოს შეფასების მაჩვენებელი და შეფასების 100%-იანი სკალით 74.9 %-ი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ისტორიულად საუკეთესო შეფასებები ბოლო სამი წლის მანძილზე მიიღო, 2012 წლის შემდეგ კი სარეიტინგო პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა.

ინდექსმა ქვეყნები შეაფასა მდგრადი განვითარების 17 გლობალური მიზნის 92 სხვადასხვა კრიტერიუმით. საერთო ჯამში საქართველომ გააუმჯობესა მდგრადი განვითარების 7 მიზანი, 33 კრიტერიუმი, საიდანაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 27 მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების 37 ინდიკატორში საქართველო შეფასდა, როგორც მდგრადი განვითარების მიზანს მიღწეული“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი