ზაალ ანჯაფარიძე: გახარიას 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანება არ გაუციაო, აცხადებენ მისი პარტიული „ოპრიჩნიკები" - არ გამოვა პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ვერც „ლელოსთან" მისასვლელ ბილეთად გამოდგება, რის აღებასაც ასე ცდილობენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
501 24 ივნისი 2024, 13:20

გახარიას 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანება არ გაუციაო, აცხადებენ მისი პარტიული "ოპრიჩნიკები" და რაც ნიშანდობლივია, ლომჯარიას დასკვნას იშველიებენ. და ეს მაშინ, როდესაც გახარიას არაერთხელ საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებდა იმაზე, რაც მაშინ სამართალდამცავებმა განახორციელეს - პარლამენტის შენობის დაცვა და მისი შტურმის აღკვეთა, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

„ვერ და არ გამოვა უკანა რიცხვით პასუხისმგებლობისგან გაქცევა და ვერც "ლელოსთან" მისასვლელ ბილეთად გამოდგება, რომლის აღებასაც ასე გულმოდგინედ ცდილობს გახარიას პარტია, "ლელოს" მხრიდან, უკაცრავად ჟარგონისთვის და "დაპაშოლების" მიუხედავად“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა - ავტორმა შეგნებულად დაუმალა მაყურებელს მთავარი ფაქტი, სახელმწიფომ ეს საქმე გამოიძია და ყველა მოძალადე თვეების წინ დააპატიმრა
დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
ლიზა გეგეჭკორი: ნაცების დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს, რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი
ცოტნე ანანიძე: ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას
ნიკოლოზ მეტრეველი: როდესაც ძველი კადრები ახალი ამბის შეფუთვით გადის ეთერში და ის ნაწილი ავიწყდებათ, რომ დამნაშავეები უკვე დასჯილები არიან, ამას ჟურნალისტიკა ჰქვია თუ ჟანრის კრიზისი?
არქივი